ვებგვერდ Українська революція-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ნუგზარ წიკლაურისა და გივი თარგამაძის სავარაუდო საუბრის ახალი ჩანაწერები გამოქვეყნდა.
სააკაშვილი: როგორი განწყობაა?
წიკლაური: კაი განწყობაა. ახლა გამოდიან არასამთავრობოები, 6 საათზე ხო იყვნენ და ახლაც ეთერში არიან ყველანი. მოიყვანენ ცნობად სახეებს და ისევ მთელი დღე ეთერში იქნებიან. 10 საათზე მიდის სასამართლოსთან ნაწილი ხალხი და ჩვენი 3000 კაცი მოვა იქ, კობა და ვიღაცეებიც, „რუსთავი 2-თან“. კარვები და რაღაცეები გვაქვს და დაიწყებენ ხვალ უკვე დამონტაჟებას. მე რასაც მეუბნებიან, მაგათ რაღაცა სცენარი აქვთ, ჩვენი ხალხი რომ იქნება იქ, თვითონაც მობილიზაცია გაუკეთონ ერთი 600 კაცს და იქ მოხდეს „ქლეში“ რაღაც, მერე პოლიცია მოვიდეს და ისა. ჩვენც ჩამოგვყავს ვიღაც-ვიღაცეები, ცოტა ისეთი ხალხი. 50 ადრინდელი სპეცრაზმელი და ეგეთი ხალხი ჩამოგვყავს სამეგრელოდან. აქ იქნებიან ჩვენთან ერთად.
სააკაშილი: კაია, კაია
წიკლაური: მე მგონია, რომ რაღაც ამყრალდა რა, მაგრად და რავი, ხვალ გამოჩნდება.
სააკაშვილი: OK
სააკაშვილი: ამიტომ არის საჭირო მაქსიმალური მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით.
წიკლაური: იმის მეორე დღიდან, როცა იტყვის, უნდა გამოვაცხადოო, როცა დაასახელებს, იწყება პერმანენტული აქციები იმიტომ, რომ შეიძლება აღსრულება არ თქვას და ჩუმად გადასცეს. ეგ, სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში მოხდება. მაგ დროისთვის გვჭირდება დიდი მობილიზაცია.
სააკაშვილი: კონცერტი არის მნიშვნელოვანი. განწყობა როგორი იყო ხალხის?
წიკლაური: განწყობა კარგია. აქ არის ხალხი, გორიდან ყველაზე ცოტა 200 კაცი მაინც არის, სამეგრელოდან ის 50 კაცი ჩამოგვივიდა, იქიდან შეიძლება კიდევ ხალხის ჩამოყვანა, მაგრამ უკვე ინფრასტრუქტურაც სხვანაირად უნდა მოეწყოს. 500 კაცამდე ეგეთ ორგანიზებულ ხალხს იმას ვიზამთ. გივი კიდევ ვიღაცებს ხვდება.
თარგამაძე: საკმარისი რაოდენობით მომყავს, ზოგი ისეთია, გაგდებულები, ზოგი ჩვენია. მთავარია ჩვენ პირველ ნაწილს გავუძლოთ. პირველსაც გავუძლებთ მეორესაც და მესამესაც, „დაჟე“.