Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსამართლემ წილების ნაწილში ქიბარ ხალვაშის სარჩელი დააკმაყოფილა

03 ნოემბერი, 2015 17:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი წილების ნაწილში დააკმაყოფილა. მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის ორი (მე-5, მე-6) მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მე-6 სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, ქიბარ ხალვაში მოითხოვდა: შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ (ს.კ.211352016) პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის (პ.ნ. 62001003710) 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის (პ.ნ.01025001809) 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ (ს.კ.206074291) 51%-ის და ნინო ნიჟარაძის (პ.ნ.01009001438) 9%-ის წილების რეგისტრაციის გაუქმებას და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" (ს.კ.211352016) წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის (პ.ნ.61002000543) 60%-ის და შპს „პანორამას“ (ს.კ.205033328) 40%-ის ცნობას.

მე-5 სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, ქიბარ ხალვაში შემდეგი ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საკითხს აყენებდა: 

ა)  2005 წლის 26 დეკემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435) (ამჟამინდელი შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“)  შორის  გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2ის“  მისი კუთვნილი 60% წილიდან 22% გადაუფორმა შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435). 

ბ)  2006 წლის 17 ნოემბერს ქიბარ ხალვაშსა და  შპს „გეო-ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა  შპს „რუსთავი 2ის“ საწესდებო კაპიტალის 38% გადაუფორმა შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401);

გ) 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული შპს „პანორამა“–ს (ს.კ. 205033328) და  შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის, რომლითაც განხორციელდა  შპს „რუსთავი 2“–ის 40%–ის გადაფორმება  შპს „გეო–ტრანს“–ზე (ს.კ. 204504401); როგორც იძულებითი და ამორალური გარიგებები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^