5 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმებში,ორმხრივი გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა,პილიტიკის,უსაფრთხოების,სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან ილია II-თან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსაც შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს.
ალიევი ოფიციალურ ვიზიტი საქართველოში 6 ნოემბერს დასრულდება.