სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში აეროპორტის მახლობლად აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ტვირთის გადამზიდავი თვითმფრინავი, რასაც, BBC-ის ინფორმაციით, 25 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, თუმცა ზოგიერთი წყაროს ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 40-მდეა.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ადმინიტრაციის სპიკერმა Reuters-ს უთხრა, ავიაკატასტროფის დროს გადარჩა ორი ადამიანი - ეკიპაჟის წევრი და ბავშვი.
უგანდაში რუსეთის დიპლომატიური მისიის სპიკერი ამბობს, რომ დაღუპულთა შორისაა რუსეთის 5 მოქალაქე, რომლებიც ეკიპაჟის წევრები იყვნენ.