აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროპაში არსებული დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის ფონზე, აზერბაიჯანი ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ აპირებს.
„კეთდებოდა განცხადებები, რომ ჩვენ ევროპაში ინტეგრაცია გვჭირდება. მინდა გითხრათ - არა, ინტეგრაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, განსაკუთრებით - დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის პერიოდში", - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.
ილჰამ ალიევმა ასევე გააფრთხილა ევროპა, რომ ის აზერბაიჯანის საქმეებში არ უნდა ერეოდეს.
„ჩვენ არასდროს არავინ გვეხმარებოდა. ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მივაღწიეთ. დახმარებას არავისგან არ ველოდებით და არც გვჭირდება“, - განაცხადა ალიევმა, რომლის თქმითაც, აზერბაიჯანი ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოა.
წყარო: BBC