Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ითხოვენ რუსთავში სამარშრუტო ტაქსის გაფიცული მძღოლები

05 ნოემბერი, 2015 20:32

რუსთავის სამარშრუტო ტაქსების 100-მდე მძღოლი გაფიცულია.

ამის მიზეზი დღიური გეგმით გათვალისწინებული თანხაა, რომლის გამოც რამდენიმე დღის წინ კომპანია “ინტერ ტრანსის” მენეჯმენტის ერთ-ერთ თანამშრომელთან დასაქმებულმა მძღოლმა უკმაყოფილება გამოთქვა:

“თბილისში საცობი იყო და მძღოლმა დღიურად გათვალისისწნებული 70 ლარი ვერ იშოვა, ამიტომ მივიდა ოფისში და ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”, - ყვება ერთ-ერთი მძღოლი ალექს ატამოვი.

შპს “ინტერ ტრანსში” დასაქმებული მძღოლები ამბობენ, რომ კომპანია მათგან დღიურად 70 ლარის გადახდას ითხოვს, გარდა ამისა, მძღოლების პასუხისმგებლობაა სამარშრუტო ტაქსის საწვავით შევსება და ტექნიკური უზრუნველყოფა. ერთ-ერთი მძღოლის ინფორმაციით, საწვავში ყოველდღიურად მინიმუმ 70 ლარი ეხარჯებათ, მანქანის გაფუჭების შემთხვევაში კი, ხშირად საერთოდ ხელფასის გარეშე რჩებიან:

“ხან 10, 5 ლარი მრჩება, ხან მინუსებშიც გავდივარ”, - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული, რომელიც სახელის და გვარის თქმისგან თავს იკავებს.

მძღოლებისვე განცხადებით, უსამართლოა, როცა ეს დღიური გეგმა დასვენების დღეებზეც ვრცელდება:”შაბათ-კვირას, ან დღესასწაულებზე ხალხი საერთოდ არ გამოდის ქუჩაში, გეგმით გათვალისიწნებული თანხა კი ვალად გვეწერება, რომელსაც კომპანიას თვის ბოლოს ვუხდით ხოლმე”.

მძღოლები კომპანიისგან დღიური გეგმის 70 ლარიდან, 45 ლარამდე შემცირებას ითხოვენ, ასევე - ადმინისტრაციის შეცვლას; მძღოლების დაზღვევის სრულ პაკეტს; მუშაობის სამდღიანს გრაფიკს; გაუთვალისწინებელ დროს გეგმის კორექტირებას; არალეგალურად მოძრავი მიკროავტობუსების კონტროლს და ტექნიკური მომსახურებაზე პასუხისმგებლობის მოხსნას.

მთელი დღის განმავლობაში მძღოლები რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე “ინტერ ტრანსის” ოფისთან იყვნენ შეკრებილები. საღამოს კი კომპანიის თანამშრომლები რამდენიმე მძღოლს შეხვდნენ, თუმცა ჟურნალისტები შეხვედრაზე არ დაუშვეს. მძღოლების ინფორმაციით, მათ თავისი მოთხოვნები გააცნეს, თუმცა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ კომპანია დღიური გეგმის შემცირების წინააღმდეგია:

“გვეუბნებიან, რომ სამარშრუტო ტაქსები კრედიტით აქვთ ნაყიდი და შესაბამისად, დღიურ გეგმას ვერ შეამცირებენ”.

მძღოლები ასევე, მძიმე სამუშაო პირობებსა და გრაფიკზეც საუბრობენ:

“2 დღის მონაცვლეობით ვმუშაობთ, დილის 5 საათზე გავდივართ და 12-ზე შემოვდივართ სახლში. 15 ლარი რომც გამომივიდეს, 4 ლარი ტაქსიში მეხარჯება. ამას კრედიტებიც ემატება, რომელიც აქ მომუშავე მძღოლების უმრავლესობას გვაქვს აღებული”, - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

რუსთაველი მძღოლები კომპანიის მოთხოვნებს პირველად არ აპროტესტებენ. 2014 წლის 26 მარტს  რუსთავი-თბილისის მარშრუტზე გამოცხადებულ კონკურსში  შპსინტერ ტრანსმაგაიმარჯვა. კონკურსშიინტერ ტრანსისერთადერთი კონკურენტირუსთავის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოიყო, რომელიც საჭირო დოკუმენტების მოუმზადებლობის გამო კონკურსს პირველსავე ეტაპზე გამოეთიშა, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე კონკურსის გამოცხადებამდე რვა შპს და ინდმეწარმე მუშაობდა, სადაც 300-მდე მძღოლი იყო დასაქმებული. კონკურსსა და შემდგომ უკვე კონკურსის შედეგებს მძღოლები 2014 წელსაც აპროტესტებდნენ. თუმცა, კომპანიამ მაშინაც არ დაუკმაყოფილა მოთხოვნები.

“ინტერ ტრანსის” ოფისთან შეკრებილი მძღოლები ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ და კომპანიისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამსახურში არ გავლენ. 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^