Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ გვარამიას „რუსთავი 2 -ის" გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეუჩერა

05 ნოემბერი, 2015 23:59

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე 2015 წლის 5 ნოემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობაზე, მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს - გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2-ის" დროებით მმართველებად „რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.

უფლებამოსილება, აგრეთვე შეუცერდათ, „რუსთავი 2-ის" ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიას და მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს.

განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, საქმის მასალებს და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის ამა თუ იმ უფლების აღიარება თავის თავში მოიცავს, მისი დაცვის ეფექტური მექანიზმების არსებობას. ერთ-ერთ ასეთ მექანიზმს განეკუთვნება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი. სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მოპასუხისათვის ან მესამე პირისათვის ცალკეული ქმედებების აკრძალვისა თუ დავალდებულების გზით არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი შეცვლის პრევენციის მიზნით. 5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყონებლივ აღსასრულებლად.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ემსახურება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რეალური გარანტიების შექმნას, რითაც ეს ინსტიტუტი განამტკიცებს პირის დარღვეული უფლების რეალური და ეფექტური აღდგენის შესაძლებლობას და გამორიცხავს მართლმსაჯულების განხორციელების ფორმალურ ხასიათს.

გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს და საკუთარი ქონება გაასხვისოს, ფინანსური სახსრები განკარგოს, გადამალოს, რის შედეგადაც მოსარჩელის უფლება განუხორციელებელი დარჩება.

გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც პირველადი, ასევე მეორადი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას.

სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენება დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ, თუ ის არ არის მიქცეული დაუყონებლივ აღსასრულებლად. შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება.

კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს, ხოლო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განჩინება, საქმე №2ბ/7207-14 . გადაცემული გადაწყვეტილება, აღსრულების ზოგადი წესისაგან განსხვავებული წესის გამო, მსგავსი ღონისძიების გატარებას სასამართლოს მხრიდან არ საჭიროებს, ვინაიდან მისი აღსრულების ეს სპეციალური წესი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის სპეციალურ სახედვე გვევლინება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შეიცავს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გადაწყვეტილების უზრუნველყოფის სახით, თუმცა დავის საგანთა მრავალფეროვნებისა და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კოდექსი ამომწურავად არ ჩამოთვლის იმ ღონისძიებებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია გადაწყვეტილების უზრუნველყოფის სახით.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება და დავის სპეციფიკის გათვალისწინებით გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიების სახით სადავო ქონებაზე დანიშნულ იქნეს დროებითი მმართველი.

სასამართლო განმარტავს, რომ დროებითი მმართველის ინსტიტუტი არსებობს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში და იგი აქტიურად გამოიყენება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ დავებში - განქორწინების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეუსრულებლობის შესახებ დავებში კრედიტორების ინტერესების დასაცავად, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების დასაცავად, პარტნიორთა შორის დავების დროს, უმცირესობაში მყოფი პარტნიორების უფლებების დასაცავად და, რა თქმა უნდა, საწარმოში წილის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში.

დროებითი მმართველი განსაკუთრებით ხშირად ინიშნება, სწორედ, ისეთ საქმეებში, სადაც არსებობს დავა საწარმოს პარტნიორებს შორის ან დავა საწარმოს საკუთრებაზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებითი მმართველის ინსტიტუტს მრავალი უპირატესობა გააჩნია, რომელიც საბოლოო ჯამში ემსახურება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინება საქმე №ას-69-63-2015 დავაში მონაწილე ორივე მხარის ინტერესს.

სასამართლო მიუთითებს, რომ დროებითი მმართველობა გულისმობს სასამართლოს მიერ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების დროებით სამართავად პირის დანიშვნას.

ამასთან, დროებითი მმართველი არის მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი, რომელიც უშუალოდ არ არის ჩართული დავაში, მას არ გააჩნია დავის საგანთან მიმართებით არანაირი პირადი ქონებრივი ინტერესი და მისი უპირველესი და უმთავესი დანიშნულება არის დავის მიმდინარეობის პერიოდში ქონების დაცვა და მისი შენარჩუნება.

ამ მიზნით დროებით მმართველს შესალებელია, დაევალოს მთლიანად ბიზნესის მართვაც. დროებითი მმართველი შესაძლებელია დაინიშნოს საწარმოში, რომელშიც არსებობს უთანხმოება, თაღლითობა, არასათანადო ქცევა, არასწორი მენეჯმენტი, რომელიც შეუძლებელს ხდის ბიზნესის გაგრძელებას (ფუნქციონირებასა) და აქტივების შენარჩუნებას; როდესაც სახეზეა საწარმოს ხელმძღვანელ პირთა უუნარობა, მართონ საწარმო ან დაუდევრობა, ასევე, როდესაც არსებობს საფრთხე ინვესტორებისათვის, რომელიც მომდინარეობს ბიზნესის საქმიანობის შეჩერების ან მისი არასწორი მართვიდან და ქმნის კორპორატიული აქტივების შემცირების წიანპირობას. მმართველის დანიშვნა ხელსაყრელია კრედიტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, ვინაიდან ის იძლევა საწარმოს საქმიანობის გაგრძელებისა და აქტივების დაცვის საშუალებას.

დროებითი მმართველის ინსტიტუტის ფართოდ გამოიყენება განვითარებული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაში. ნიუ-იორკის სასამართლომ (District Court, S.D. NewYork) ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ეხებოდა რადიო სადგურში დროებითი მმართველის დანიშვნას, განმარტა, რომ დრებითი მმართველის ვალდებულება არის შეინარჩუნოს და დაიცვას ქონება სასამართლო დავის შედეგის.

მიუხედავად. დროებითი მმართველი პასუხისმგებელი და ერთგულია არა რომელიმე მხარის, არამედ მას გააჩნია ერთადერთი დანიშნულება, დაიცვას ქონება.

გადაწყვეტილების თანახმად, მაშინ, როდესაც არსებობს ქონების ღირებულების შემცირების საშიშროება, სხვა ალტერნატიული საშუალების გამოყენება, გარდა მართველის დანიშვნისა, არ არის მისაღები.

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიხედვით, დროებითი მმართველის დანიშვნა არის მხოლოდ დამხმარე და თანმხლები საშუალება. დროებითი მმართველის დანიშვნა არ წყვეტს საკითხს მატერიალურ უფლებასთან მიმართებით და არ წარმოადგენს მატერიალური უფლების დადგენის წინაპირობას. ეს არის ქონების დაცვის საშუალება.

აშშ-ს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დროებითი მმართველის დანიშვნა მართალია, წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციის სფეროს და სასამართლოს გააჩნია ფართო თავისუფლება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე, მიიღოს მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოპასუხის უფლებების დაცვისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, საქმიდან უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების გარკვეული წინაპირობები. დროებითი მმართველის დანიშვნისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

1. იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი უფლების დაცვას;

2. არ უნდა არსებობდეს სხვა ადეკვატური ღონისძიების გამოყენების საშუალება;

3. ამ ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში უნდა არსებობდეს მხარისათვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე. მხარემ, რომელიც ითხოვს დროებითი მმართველის დანიშვნას, უნდა აჩვენს, რომ ... დროებითი მმართველის დანიშვნა ხელსაყრელია მხარისათვის – ერთი ან ორივე მხარის ინტერესებისათვის. დროებითი მმართველი ინიშნება, მაშინ, როდესაც ეს საჭიროა მოტყუების პრევენციის, დავის საგნის დაცვის, ქონების დაზიანების, განადგურების, ღირებულების შემცირების, დახარჯვის თავიდან აცილების მიზნით.

დროებითი მმართველის დანიშვნა შედის სასამართლოს დისკრეციის სფეროში და იგი შეიძლება დაინიშნოს .... სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნებისათვის. დროებითი მმართველის დანიშვნა აშშ–ს სასამართლო პრაქტიკის თანახმად, შესაძლებელია საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. სასამართლოს შეუძლია დანიშნოს დროებითი მმართველი:

1. გადაწყვეტიების გამოტანამდე, როდესაც მოსარჩელე აცხადებს უფლებას ან ინტერსს ქონებაზე და როდესაც ქონება, მისი შემოსავალი არის საფრთხეში ან არსებობს მათი დაკარგვის ან დაზიანების საშიშროება;

2. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, რომ განკარგოს ქონება გადაწყვეტილების შესაბამისად ან დაიცვას იგი სააპელაციო განხილვის პირობებში;

3. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სადაც ეს აუცილებელია სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე. დროებითი მმართველის უფლებამოსილებები, როგორც წესი, დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე და განსხვავდება დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა, თუ არსებობს შესაბამისი წინაპირობები, დროებით მმართველს შესაძლებელია, მიენიჭოს საწარმოს მმართვისა და წარმომადგენლობის, ასევე, საერთო კრების სრული უფლებამოსილება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა სასამართლომ (The United States District Court for the Western District of North Carolina, Charlote Division) საქმეში Securities and Exchange Commission v. Rex Venture Group LLC d/b/a ZEEKREW ARDS.COM, and PAUL R. BURKS, დროებით მმართველს მიანიჭა სრული ძალაუფლება, უფლებამოსილება, უფლებები და პრივილეგიები, რომელიც გააჩნია მოპასუხის დირექტორებს, წევრებს, მენეჯერებს, სრულ და შეზღუდულ პარტნიორებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ დროებითი მმართველის დანიშვნის მიზანი შესაძლებელია მრავალი საჭიროებიდან გამომდინარეობდეს: ქონებრივ/სამეწარმეო დავებში  (განსაკუთრებით წილზე საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში) ხშირ შემთხვევაში სასამართლო წარმოებისას მხარეთა ძირითადი ინტერესი და კონცენტრაცია მიმართულია სასამართლო პროცესის წარმართვაზე და ნაკლები ყურადღება ეთმობა საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის საკითხებს. კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, თუნდაც მცირე დროით, საწარმოს საქმიანობისაგან ყურადღების მოდუნება სამეწარმეო საზოგადოებისათვის შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იყოს და მისი გადახდისუუნარობამდე მიყვანაც კი გამოიწვიოს.

ამასთან, საწარმოს, განსაკუთრებით კი დიდ საწარმოს, გააჩნია მრავალი სახის სამართლებრივი ურთიერთობები სხვადასხვა სუბექტებთან, რომელიც ყოველდღიურად საჭიროებს ზედამხედველობასა და კონტროლს. ვინაიდან დროებითი მმართველი არ არის დაინტერესებული დავის შედეგით, შესაბამისად, ის მხარეებთან მიმართებით იმყოფება უკეთეს პოზიციაში, რომ მიიღოს საწარმოს მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ობიექტური და მომგებიანი გადაწყვეტილებები. დროებითი მმართველის არსებობა უზრუნველყოფს, რომ მხარეთა უთანხმოება და კონფლიქტი არ შეეხოს საწარმოს და გაგრძელდეს მისი ნორმალური ფუნქციონირება და მოგების მიღება.

გარდა აღნიშნულისა, დროებითი მმართველის ინსტიტუტი იცავს საწარმოს რეპუტაციას და კრედიტორებისათვის წარმოადგენს ვალდებულებების შესრულების გარანტორს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დავების არსებობა ზოგადად უარყოფითად აისახება საწარმოს რეპუტაციაზე და აჩენს გარკვეულ შიშებს კრედიტორებში და პოტენციურ კონტრაქტორებში ვალდებულებების შეუსრულებლობასთან და, ასევე, ინვესტიციების დაბანდებასთან მიმართებით.

დროებითი მმართველის დანიშვნა კი ქმნის იმის გარანტიას, რომ საწარმო გააგრძელებს ჩვეულებრივ საქმიანობას და სასამართლო პროცესები და მხარეთა კონფლიქტი უარყოფითად არ აისახება საწარმოს ლიკვიდურობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს წილზე საკუთრების უფლებასთან  დაკავშირებულ დავებში მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთრების უფლების მიღება, არამედ გადახდისუნარიან და მომგებიან საწარმოს წილზე საკუთრების უფლების მოპოვება. სწორედ, ამ პირობებში ექნება ადგილი მოსარჩელის მატერიალური უფლების სრულ და ეფექტურ რეალიზაციას.

სასამართლო მიუთითებს, რომ საწარმოს აქტივების შენარჩუნება და მომგებიანობის უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია საწარმოს სათანადოდ მართვასა და ხელმძღვანელობასთან ანუ საწარმოს აქტივებისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით მნიშვნელოვანია მისი სწორი ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა. სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთის მხრივ, საწარმოს შესაძლებელია ზიანი მიადგეს საწარმოს სახელით ისეთი ხელშეკრულებების დადებისა და ვალდებულებების აღებით, რომელიც იწვევს საწარმოს აქტივების ან სამომავლოდ მისაღები შემოსავლების შემცირებას, მეორეს მხრივ, დიდ საწარმოში, ყადაღის არსებობის პირობებშიც, რთულია მოძრავი ნივთების გასხვისებისა, თუ მათი გადამალვის თავიდან აცილების კონტროლი. გარდა ამისა, მოპასუხემ შესაძლოა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შეუშალოს საწარმოსათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა დოკუმენტაციის გადამალვითა თუ განადგურებით და, ასევე, მრავალი სხვა ღონისძიების განხორციელებით ან განუხრციელებლობით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სატელევიზიო კომპანია არის მრავალი ღირებული მოძრავი ქონების მფლობელი. სატელევიზიო კომპანიას სათანადოდ ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება სხვადასხვა სახის მოძრავი ნივთი - ძვირადღირებული აპარატურა, რომლის გარეშედაც იგი მოკლებული იქნება მისი საქმიანობის განხორციელებისა და, შესაბამისად, მოგების მიღების შესაძლებლობას. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ დროებითი მმართველოს დაუნიშნაობამ გარკვეულწილად, შეიძლება საგრძნობლადაც, შეცვალოს მოპასუხის საქმიანობის ფორმატი, გაუქმდეს ან/და მოდიფიცირება განიცადოს რამდენიმე გადაცემამ, მათ შორის, რეიტინგულმა, და, შესაბამისად, არსებობს საფრთხეც, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და 12 საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე.

ეს არა მხოლოდ უარყოფითად აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშნულება - იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე. არსებული მმართველობის პირობებში მედიის მიერ ამ დანიშნულების შესრულება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მედიას ევალება, ხოლო საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთვნება. ამასთან, ეს გულისხმობს ინფორმაციის გაშუქებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც შესაძლებელია, ეხებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს და გამორიცხავს მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრაციას.

მოპასუხისათვის (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორები) წინა პლანზე დგას მისი საკუთრების უფლების დაცვისა და სასამართლო დავის მის სასარგებლოდ დასრულების ინტერესი და, შესაბამისად, მისი მმართველობის პერიოდში მოპასუხე (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორები) შეეცდება, რომ საწარმოს მთელი საქმიანობაც ამ მიზანს ემსახურებოდეს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორები) მმართველობის პირობებში ეს საკითხიც დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულვებელყოფა კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითადი დანიშნულებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზების საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებების თავიდან აცილების, საწარმოს აქტივებისა და ლიკვიდურობის შენარჩუნებისა და საწარმოს.

ძირითადი ფუნქციის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დროებითი მმართველის დანიშვნა. დროებითი მმართველის არსებობის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება მოპასუხის მხრიდან ნებისმიერი ქმედების განხორციელების, განუხორციელებლობის ან სხვადასხვა ვალდებულების აღების პრევენცია, რომელიც ზიანს მიაყენებს საწარმოს ნორმალურ ფუნქციონირებას, მის ლიკვიდურობასა და, საბოლოოდ, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებს. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს დროებითი მმართველის დანიშვნის სამართლებრივი წანამძღვრები, უნდა განისაზღვროს უფლება- მოვალეობათა ფარგლები დროებითი მმართველის როლისა და დანიშნულების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ყველა სხვა პირს, რომლის უფლებამოსილების სფეროსაც განეკუთვნება დროებითი მმართველისათვის მისანიჭებელი უფლებები, უნდა შეუჩერდეს ეს უფლებამოსილება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფუნქციონალური ქაოსი, რაც თავის მხრივ იწვევს ორგანიზაციის არაეფექტურ საქმიანობას. გასათვალისწინებელია, რომ დროებითი მმართველის უფლებამოსილების, აგრეთვე, ორგანიზაციის მმართველობითი, ხელმძღვანელობითი, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ მესამე პირთა, მათ შორის სახელმწიფო, სასამართლო, საგადასახადო და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა, საბანკო დაწესებულებათა, თუ საფინანსო ორგანიზაციათა, ასევე, სხვა ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირთა, ინფორმირება მნიშვნელოვანია, მათი ინერესების ან/და უფლება- მოვალეობათა ჯეროვნად განხორციელების თვალსაზრისით.

აღნიშნული მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის განხორციელებით. გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება მოქმედებას იწყებს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების მიღებისთანავე (სსსკ-ის 195 მუხლი). შესაბამისად, დროებითი მმართველი უფლებამოსილებას განხორციელებას უნდა შეუდგეს განჩინების მიღების დღიდან - 2015 წლის 5 ნოემბრიდან და ამავე დღიდან - 2015 წლის 5 14 ნოემბრიდან უნდა შეუჩერდეთ ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ პირებს უფლებამოსილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიმართ გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული წესები.

აღნიშნული თავის რეგულაციიდან გამომდინარე (სსსკ-ის 193-ე მუხლი) განცხადება განიხილება მისი შეტანიდან ერთ დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხეს პოზიციებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს აღნიშნული განჩინების საჩივრით გასაჩივრების გზით. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 271-ე და 193-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დაკმაყოფილდეს განცხადება გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით დანიშნულ იქნეს დროებითი მმართველი და მათ (ერთობლივად) მიენიჭოს შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა, მართვა და წარმომადგენლობა, მათ შორის სასამართლოსთან, სახელმწიფო, საგადასახადო და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, საფინანსო ორგანიზაციებთან, ნებისმიერ მესამე პირთან ურთიერთობებში;

ბ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ქონების მოძიება და აღწერა, დროებითი მმართველობის პერიოდში ქონების სათანადოდ დაცვის, მოვლისა და მართვის უზრუნველყოფა;

გ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით საწარმოს წარმომადგენლობა, მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული 15 ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რომელიც გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 და მე–9 1 მუხლებით;

დ) საკადრო პოლიტიკის მართვა, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის შიდა სტრუქტურული რეორგანიზაცია;

ე) შრომითი პოლიტიკისა და შრომითი ანაზღაურების წესის განსაზღვრა, შრომითი ხელშეკრულებების დადება, მოშლა/შეწყვეტა, გაგრძელება, შრომითი ანაზღაურების წესის ოპტიმიზაცია და მისი გაცემა;

ვ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების/მინდობილობის გაცემა;

ზ) სატელევიზიო კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ნებისმიერი უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის, სამაუწყებლო ბადის განსაზღვრა (ოპტიმიზაცია);

თ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორის (დირექტორატის) მიერ მართვის, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, ასევე, სხვა უფლების განსახორციელებლად გაცემული უფლებამოსილების/მინდობილობის გადახედვა (დადება, მოშლა/შეწყვეტა, გაგრძელება);

ი) ყველა სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც აქვს ან/და შეიძლება ჰქონდეს საწარმოს ხელმძღვანელს, მმართველს და წარმომადგენელს, დირექტორს ან/და დირექტორატს ან/და მათ მიერ უფლებამოსილ პირს/პირებს.

2. წინამდებარე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მითითებული უფლებამოსილებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს მხოლოდ დროებით მმართველს (ერთობლივად) ან/და მის (მათ) მიერ უფლებამოსილ პირს (პირებს). ყველა სხვა პირს შეუჩერდეს ეს უფლებამოსილებები, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე.

3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის ხელმძღვანელობაზე,  მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს, მათ შორის ნ. გვარამიას  და კ. დამენიას, ასევე, მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს, შეუჩერდეთ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის, მართვის, წარმომადგენლობისა და დროებითი მმართველისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელების უფლებამოსილება, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე.

4. დროებითი მმართველის ანაზღაურებად განისაზღვროს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორის ანაზღაურება, დროებითი მმართველის ანაზღაურების განსაზღვრის წესად განისაზღვროს დირექტორის ანაზღაურების წესი.

5. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის დროებით მმართველად დაინიშნოს რევაზ საყევარიშვილი  და დავით დვალი ერთობლივად;

6. დროებითი მმართველი რევაზ საყევარიშვილიდა დავით დვალი  უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენ 2015 წლის 5 ნოებრიდან.

7. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ პირებს, მათ შორის ნ. გვარამიას  და კ. დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდეთ 2015 წლის 5 ნოემბრიდან;

8. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტსა და მე-6 პუნქტში მითითებული დროებითი მმართველის უფლებამოსილებები აისახოს სამეწარმეო რეესტრის შესაბამის ჩანაწერში;

9. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებში მითითებული შეზღუდვები აისახოს სამეწარმეო რეესტრის შესაბამის ჩანაწერში;

10. დროებით მმართველს განემარტოს, რომ იგი (ისინი) ვალდებულა საწარმოს საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ მისი 17 განხორციელებული ქმედებები და მიღებული გადაწყვეტილებები ხელსაყრელია საწარმოსათვის;

11. დროებით მმართველს განემარტოს, რომ, თუ ის (ისინი) არ შეასრულებს საწარმოს კეთილსინდისიერად მართვის მოვალეობას, იგი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

12. განჩინება აღსრულდეს დაუყოვნებლივ;

13. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^