„დღეს არ დგას საკითხი ასე ვიწროდ, რომ დასაცავია ვიღაცის საკუთრება, - დასაცავია მთელი ქვეყანა", - ამის შესახებ „რუსთავი 2-ის" ეთერში არხის წილის მფლობელმა გია ყარამანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არის მცდელობა, ქვეყანაში დიქტატურა დაამყარონ.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ გამოუვათ. დღეს „რუსთავი 2-ის" დაცვით ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ზოგადად მომავალს", - აღნიშნა ყარამანიშვილმა.
მან „რუსთავი 2-ის" ეთერით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძესაც მიმართა.
„ეს მოსამართლე ყოველ ჯერზე აჭარბებდა ყველანაირ მოლოდინს, მაგრამ მე მაინც მინდა მივმართო მას და ერთი რჩევა მივცე: კარგად შეისწავლეთ იანუკოვიჩისდროინდელი მოსამართლეების ბედი, მათი ისტორია, სად არიან ისინი დღეს და მე გპირდებით, რომ მთელ ჩემ რესურსს დავხარჯავ იმისთვის, რომ თქვენ გაიზიაროთ ის ბედი, რაც თვითონ აირჩიეთ", - ამბობს ყარამანიშვილი.
ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „რუსთავი 2-ის" დროებით მმართველად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი ერთობლივად დაინიშნენ;.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებითი მმართველი რევაზ საყევარიშვილიდა დავით დვალი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენ 2015 წლის 5 ნოებრიდან.