Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხალვაში - გამარჯვების შემთხვევაში ჩემი წილის ნახევარს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დავუთმობ

06 ნოემბერი, 2015 11:19

„სასამართლოს პირველი ინსტანციის გამოცხადების შემდეგ ვთქვი, რომ მე გამარჯვებული ვარ ამ საქმეში. გამარჯვებული ვარ იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლის მეთოდი სააკაშვილის ბრძოლის მეთოდებისგან განსხვავებულია. ჩვენთან ერთად დღეს არიან დვალი და აქიმიძე. მე პირველი დღიდან გამოვაცხადე, რომ ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ჩემთვის.  მე დათოსთან ვილაპარკე და შევთანხმდით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია იქნება პარიტეტულ საწყისებზე. თუ სასამართლო ბოლოს დაადგენს, რომ მე მეკუთვინს კომპანია, მაშინ დვალს და ჯარჯის ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს" - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე 2015 წლის 5 ნოემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობაზე, მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს - გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2-ის" დროებით მმართველებად „რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.

უფლებამოსილება, აგრეთვე, შეუჩერდათ, „რუსთავი 2-ის" ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიას და მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^