Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით დვალი - ჩვენი ხედვა ტელევიზიის მომავლის შესახებ ქიბარის ხედვას მთლიანად ემთხვევა

06 ნოემბერი, 2015 11:45

„მე მინდა, სიამოვნებით აღვნიშნო, რომ პირველ რიგში, ვიდრე რამეზე დავილაპარაკებდით, ქიბარს ვესაუბრეთ, როგორი ხედვა აქვს ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით და მთლიანად ემთხვევა ჩვენი ხედვა ტელევიზიის მომავლის შესახებ ქიბარის ხედვას." - განაცხადა დავით დვალმა ამ წუთებში „რედისონში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე. დავით დვალი გუშინ საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე რეზო საყევარიშვილთან ერთად „რუსთავი 2-ის“ დროებით მმართველად დაინიშნა. დავით დვალმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა დროს მას შესაძლოა ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, მაგრამ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა გადააწყვეტინა, დასთანხმებოდა ამ წინადადებას. „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა მოვლენებს გულისხმობს, დავით დვალმა უპასუხა, რომ მან ბოლო დროს უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებული ჩანაწერები იგულისხმა.
„მე ვხედავ, რომ ექსტრემისტთა ჯგუფი ცდილობს, ფარად ამოიფაროს ტელევიზია და გამოიყენოს ბრძოლის იარაღად. მიუხედავად იმისა, რომ ამით ტელევიზიის რეპუტაციას და იმიჯს აყენებს დარტყმას. მე, როგორც ამ ტელევიზიის დამფუძნებელს მინდა, რომ ტელევიზია ყოფილიყო ნომერ პირველი. მე მინდა, რომ არ დავუშვათ,  ამ ქაოსს შეეწიროს ტელევიზია. გავაგრძელებთ მუშაობას და არავინ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში. არავის თავში არ მოუვიდეს, ერთი ზარი გააკეთოს ვინმესთან და ზეწოლა იქონიოს" - თქვა დავით დვალმა.

 

 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^