Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევა გოცირიძე: ურთმელიძე სწორად მოიქცა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ მოვიდა

09 ნოემბერი, 2015 10:38

„სწორად მოიქცა თამაზ ურთმელიძე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ მოვიდა", - თქვა სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ევა გოცირიძემ.

მისი თქმით, ურთმელიძეზე წნეხია და იგი მთელი საზოგადოების მიერ,  ფაქტობრივად, ანათემას გადაეცა.

„საბჭომ ზუსტად ეს არ უნდა დაუშვას. ამ საქმეზე მართლმსაჯულების პროცესი დიდი საფრთხის ქვეშაა", - ამბობს გოცირიძე.

„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სხდომაზე არ გამოცხადებულა.  მან იუსტიციის საბჭოს წევრებს, სხდომაზე მიუსვლელობის მიზეზი, წერილობით აცნობა.

სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად  გათვალისწინებულია ინფორმაციის მოსმენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მიერ 6 ნოემბერს გაკეთებულ საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც ნინო გვენეტაძე გასულ კვირას აცხადებდა, ის იმედოვნებდა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სხდომას დაესწრება.

„ჩვენ ორშაბათს გვექნება სხდომა და იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციულად მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, მივცემთ ინფორმაციას საზოგადოებას. სხვა მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შევეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებების მხრივ, ასევე უზრუნველვყოთ მოსამართლის მაღალი ინდივიდუალური დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები ამ პროცესში. განცხადების შემდეგ ბატონმა თამაზ ურთმელიძემ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ვიმედოვნებთ, რომ ის ორშაბათს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა გვენეტაძემ.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე ურთმელიძეს ელოდნენ. პარასკევს იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თამაზ ურთმელიძეს მისი სურვილის შემთხვევაში ელოდნენ საბჭოს სხდომაზე, სადაც მისი საკითხი განსახილველად იყო ჩანიშნული. ეს განცხადება საბჭოს წევრების მიერ აღქმული იქნა, როგორც მოსამართლის დაბარება და საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართ სხდომის მიმდინარეობისას კრიტიკული განცხადებები გამოითქვა. 

მოსამართლე ურთმელიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ მივიდა და სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე წერილობითად განმარტა არმისვლის მიზეზები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^