Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნდა გავრცელდეს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანაფზე

09 ნოემბერი, 2015 15:32

„ლიბერალის“ მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მარიხუანის, ასევე კანაფის (კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი, კანაფის ზეთი, კანაფის ფისი) მომხმარებისთვის სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით იხდის, 240-ია.

სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება 260-ე მუხლს, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ითვალისწინებს. ამ მუხლით, მარიხუანისა და კანაფის მოხმარებისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ „ლიბერალისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სასჯელს 285 პირი იხდის.

ამასთან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის გამოთხოვილი ინფორმაციით, მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა/შენახვისთვის სასჯელს 102 პირი იხდის.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუშვებელად გამოცხადდა პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის შეძენა-შენახვაზე პატიმრობის გამოყენება.

„სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანის მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს  მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხზე, რამდენადაც აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც აშკარა და დასაბუთებულია  ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი (მისი რაოდენობისგან დამოუკიდებლად), ან შენახული (შეძენილი) მარიხუანის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი გასაღების მიზნის არსებობაზე მაღალი ალბათობით მიუთითებს, ან გასაღების რეალურ საფრთხეს თავისთავად ქმნის“, - აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლომ.

აღსანიშნავია, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში, ნარკოტიკულ საშუალებების ჩამონათვალში მარიხუანასთან (გამომშრალი, ნედლი - დანართი #2/92) ერთად, კანაფი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი, კანაფის ზეთი, კანაფის ფისიც შედის (დანართი #1/82,83,84,85).

გავრცელდება თუ არა ე.წ. გამომშრალ და ნედლ მარიხუანაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება კანაფზე, კანაფის ექსტრაქტსა და ნაყენზე, კანაფის ზეთზე, კანაფის ფისზე, ადამიანის  უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ფორმალური კუთხით მივუდგებით, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციეს ეს გადაწყვეტილება კანაფზე ავტომატურად არ გავრცელდება.

თუმცა, როგორც იურისტი ამბობს, საერთო სასამართლოებმა შესაძლოა კანონი განმარტონ ისე, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ  მარიხუანაზე იმსჯელა და ამგვარი გადაწყვეტილება გამოიტანა, შესაძლოა, ანალოგიური რეგულაციები კანაფზეც გავრცელდეს. თუმცა „ასე ცალსახა განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს არ გაუკეთებია“.

იმნაძის თქმით, არსებობს მეორე გზაც, კერძოდ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა ამგავრ საკითხზე, იმ შემთხვევაში, თუ კანაფთან დაკავშირებით მათ ვინმემ მიმართა, საკონსტიტუციო სასამართლო, დიდი ალბათობით არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანს გადაწყვეტილებას და დააკმაყოფილებს სარჩელს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, იმნაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გამოქვეყნების მომენტიდან ძალაშია.

„შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მას შემდეგ, რაც გამოაცხადა, რომ მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციორია, ამ მომენტიდან ის პირები, ვინც საპატიმრო დაწესებულებებაში არიან, უკანონო პატიმრებად მიიჩნევიან და მათ აქვთ კანონიერი უფლება, მოითხოვონ საპატიმრო დაწესებულების დატოვება“, - ამბობს იმნაძე.

იურისტის განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, ვინც 70 გრამამდე მარიხუანას ფლობდა.

მისი თქმით, ამ მუხლით მსჯავრდებულმა პირებმა უნდა მიმართონ სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვონ მათი საქმის ხელახალი განხილვა და სასჯელის სახით პატიმრობის გაუქმება.

აქვე იურისტი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ცვლილებები შესაბამის კანონებში ჯერ არ აუსახავს. შესაბამისად, მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის იქნება თუ არა ალტერნატიული სასჯელი, როგორიცაა ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა თუ სხვა, ეს ჯერ განსაზღვრული არაა.

„შეიძლება, ითქვას, რომ სასამართლომ აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს ეს პირები საპატიმრო დაწესებულებიდან, მაგრამ უნდა შეუფარდოს თუ არა მათ სხვა სასჯელი - ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ა.შ. ამაზე პასუხს ჯერ ჩვენი კანონმდებლობა არ იძლევა“, - ამბობს ინმაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^