„რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ახალი არხის შექმნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს იდეა მხოლოდ იუმორის დონეზე განიხილებოდა.
„როცა პრემიერმა გვირჩია, გახსენით „რუსთავი 5-ო", იუმორის დონეზე განიხილებოდა, ასე ვთქვათ. ახალი არხის გახსნა სერიოზულად არ განიხილება", - უთხრა უდუმაშვილმა „ლიბერალს".
დირექტორის მოადგილე ამ საკითხს ვერც გია ყარამანიშვილის მიერ „პოსკრიპტუმში" გაკეთებულ განაცხადებასთან აკავშირებს, რომ ძმები ყარამანიშვილები მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ „რუსთავი 2-ის" გაყიდვასა და ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავდნენ.
ახალი ტელეარხის შექმნის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" არც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა დაუდასტურა:
„ჩვენ ვმუშაობთ „რუსთავი 2-ში" და ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ „რუსთავი 2-ში". ვგულისხმობ იმ ადამიანებს, იმ კოლექტივს, ვისთან ერთადაც ვარ. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ლაფერაშვილი.