Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ალეკო ელისაშვილის დისკრიმინაციულ განცხადებას ეხმიანება

09 ნოემბერი, 2015 17:03

ფსიქიკური და ინტელექტუალური  დარღვევების მქონე პირთა და მშობლების ქსელი „მოძრაობა ცვლილებებისთვის” ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება. განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ.

„7 ნოემბერს „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „არჩევანი“ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა  გამოიყენა ფრაზა „თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააოკეთ იქ“.

ფსიქიკური და ინტელექტუალური  დარღვევების მქონე პირთა და მშობლების ქსელი „მოძრაობა ცვლილებებისთვის”, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობელთა ორგანიზაციები  ფსიქიკური ჯანმრთელობის თემის ირგვლივ, ვაცხადებთ, რომ მსაგვსი ფრაზების გაჟღერება და მით უფრო ტელეეთერის საშუალებით დაუშვებელია.

მივიჩნევთ რომ აღნიშნული განცხადება უხეშად არღვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა უფლებებს და ლახავს მათ ღირსებას. დაუშვებელია ადამიანის დიაგნოზი, თუ ფსიქიკური მდგომარეობა გამოყენებელ იქნეს დამაკნინებელ კონტექსტში. დაუშვებელია ადამიანისთვის ამა თუ იმ დიაგნოზის, მით უმეტეს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის სატელევიზიო ეთერში „დასმა“ და მისი გამოყენება დამაკნინებელ კონტექსტში.

მოგეხსენებათ, რომ ფსიკიკური ჯანმრთელობა დღემდე რჩება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სტიგმატიზებულ და ტაბუდადებულ თემად. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა უწყობდეს ხელს ამ პრობლემების აღმოფხვრას და არა პირიქით.

ტელევიზია არ უნდა ტირაჟირებდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის თემით და არ უნდა გამოჰქონდეს აღნიშნული ფრაზა ჰედლაინად, ხოლო ჟურნალისტს აქვს ვალდებულება, მსგავსი შემთხვევისას მოახდინოს რეაგირება და ეთერშივე შეძლოს შეცდომის ჩასწორება.

ბატონ ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებთ მოიხადოს საჯარო ბოდიში და ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სწორი და სტიგმისაგან თავისუფალი დამოკიდებულებების დამკვიდრებას.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ მივმართავთ, შეიმუშაოს შიდა სტანდარტები ფსიქიკური ჯანმრთელობის თემის გაშუქების შესახებ.

მოგიწოდებთ,  მიიღოთ მეტი ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, ხელი შეუწყოთ არსებული  სტიგმის დაძლევას და იყოთ მეტად სენსიტიურები თემის მიმართ რათა მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი უხერხულობა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^