Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ივანიშვილი რუსთავი 2-ზე: მე მეყოფოდა ჭკუა, დროებითი მმართველი ასე სწრაფად არ შემეყვანა

10 ნოემბერი, 2015 16:32

„ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მე მეყოფოდა  ჭკუა, რომ ჯერ საერთოდ არ შევხებოდი „რუსთავი 2-ს“ და მერე დროებითი მმართველი ასე სწრაფად არ შემეყვანა“, - მთავრობის ყოფილი მეთაურის ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, პოლიტიკურად მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებები მთავრობას აზიანებს, თუმცა „სამართლებრივად ჯერ არავის დაუსაბუთებია, რომ მან კანონი დაარღვია“.

„შექმნილი ვითარება არ არის მთავრობისთვის ხელსაყრელი, ეს არის ხელსაყრელი სწორედ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. როგორ აწიეს თემა, ნახეთ. ოსტატები არიან. განა არ ვიცოდი, რომ ამას იზამდნენ? „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა ხომ კარგად ვიცით, მაგრამ ამავდროულად რა ვუყოთ დვალს, აქიმიძეს და ხალვაშს? მათ აქვთ კანონიერი უფლება, იდავონ იმაზე, რაც წაართვეს", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

მისი თქმით, პოლიტიკურად ასეთი ბრიყვი მთავრობაში არავინ არ არის.

„მით უმეტეს, ჩემზე აკეთებენ ყველაზე მეტ მინიშნებას. ნამდვილად მეყოფოდა ჭკუა, რომ ასეთი კოზირი არ გადამეგდო „ნაციონალებისათვის“. კოზირში ვგულისხმობ განსაკუთრებით ზეპირი მოსმენის გარეშე მმართველის დანიშვნას. თუ ვინმეს არ მოწონს ურთმელიძის გადაწყვეტილება, ამისთვის არსებობს ისევ სასამართლო", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^