Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღე აღნიშნეს

10 ნოემბერი, 2015 22:25

„ლგბტ საქართველოს“ ორგანიზებითა და „ქალთა ფონდ საქართველოს“ მხარდამჭერით, იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღე აღნიშნეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, 10 ნოემბერი, როგორც ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღე, საქართველოში პირველად აღინიშნება და იგი ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობას უკავშირდება.

„ლგბტ საქართველოს“ ბორდის თავმჯდომარე ბექა გაბადაძე „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ ტრანსგენდერთა ჩაგვრის ერთერთი მაგალითი სახელმწიფოს მიერ მათი სქესის არაღიარებაა, ამიტომ, აქციის გასამართად იუსტიციის სახლი სიმბოლურად შეარჩიეს.

„საქართველოში სქესის აღიარება ძალიან ძნელი პროცედურაა და საჭიროებს ოპერაციულ ჩარევებს, რისი საშუალებაც ტრანსგენდერ ადმაიანებს არ აქვთ. სახელმწიფომ ეს უნდა გაითვალისწინოს. მსოფლიოში არსებობს ამის პრაქტიკა - გენდერული დისფორიის დიაგნოზი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და სხვა დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლა. ეს პრობლემური საკითხია, რადგან ტარნსგენდერი ადამიანები ვერ საქმდებიან, სახელმწიფო სერვისების მიღებისას დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან“ - ამბობს გაბადაძე.

აქციის მონაწილე ფატიმა რომანოვა ამბობს, რომ 2014 წლის 10 ნოემბრამდე „ტრანსალიანსის“ სიაში საქართველოს კოეფიციენტი 0 იყო.

„სამწუხაროდ, ჩვენ შარშან მოვხვდით ამ სიაში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ აქციაზე მოვსულიყავი. იუსტიციის სახლი არ აღიარებს ადმაიანის სოციალურ სქესს - გენდერს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ბრძოლა მალე დამთავრდება“ - ამბობს რომანოვა.

ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ნაწილში (სსკ 108-ე მუხლი) უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლე გიორგი დარახველიძემ კოჭლაშვილი დამნაშავედ დანარჩენ ორ ბრალში ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კოჭლაშვილს განზრახ მკვლელობის გარდა ბრალი ცემის (სსკ 125-ე მუხლის პირველი ნაწილით) და ნივთის დაზიანება ან განადგურების (187-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი.

ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს  მოკლეს. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^