
„ხუდონი" არის ძალიან რთული პროექტი. ძალიან მძიმეა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება მოგვიწევს იმ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ მშენებლობას,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.
მინისტრის თქმით, მუშაობა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და ამ პროექტის შესახებ დეტალები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.