ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში" 15:00 საათზე პრესკონფერენციაა დაგეგმილი, სადაც, სავარაუდოდ, ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანიის დროებითი მმართველების შემოთავაზებაზე საკუთარ პოზიციას გამოხატავს.
ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სასამართლოს მიერ "რუსთავი 2-ის" დროებით მმართველებად დანიშნულმა დავით დვალიმა და რევაზ საყევარიშვილმა ტელევიზიის მართვის უფლება ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. როგორც მათ აღნიშნეს, ეს გადაწყვეტილება ზაალ უდუმაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
დავით დვალის განმარტებით, "რუსთავი 2-ის" დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის ფუნქციის შეთავსების შეთავაზება მანამდეა ძალაში, ვიდრე დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება ზემდგომ ინსტაციაში არ განიხილება.