საფრანგეთმა გადაიტანა ის, რაც სირიაში ბოლო 5 წელია ხდება, - სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი პარიზში განხორციელებულ სისხლიან ტერაქტებს ეხმაურება.
ეს განცხადება ასადმა სირიაში ჩასულ ფრანგ დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა და მათ პარიზში მოხმდარი ტერაქტების გამო მწუხარება გამოუცხადა.
საფრანგეთის პროკურატურის ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 128 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, 99 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 153 იყო.
გუშინ პარიზში 6 თავდასხმა განხორციელდა. ტერორისტების ერთი ჯგუფი „ბატაკლანის“ თეატრში შეიჭრა, სადაც იმ დროს ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და მძევლები აიყვანა. 112 ადამიანი სწორედ იქ დაიღუპა. მაყურებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თეატრში მყოფები ტერორისტების დანახვისას ძირს დაწვნენ და თავდამსხმელები მწოლიარე ადამიანებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ესროდნენ.
ტერაქტების გამო, პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი 16 ნოემბერს, თურქეთში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს აღარ დაესწრება.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოაცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები.
წყარო: The reuters