„ისლამურმა სახელმწიფომ“ პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო.
დაჯგუფებამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ფრაგი ეროვნების აბუ სალმანი ამბობს, რომ თავდასხმების მიზანი საფრანგეთისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ის კვლავ რჩება მთავარ სამიზნედ.
მათი თქმით, თავდასხმების განხორციელებამდე, მებრძოლებმა თავდასხმის ადგილები შეისწავლეს. ტერაქტები კი 8 ისლამისტმა განახორციელა, რომლებიც ე.წ.შაჰიდის ქამრებით და შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულნი.
ვიდეორგოლი, რომელიც დათარიღებული არ არის, "ისლამური სახელმწიფოს" მედია ცენტრმა, "ალ-ჰაიათმა" გაავრცელა. ისლამისტი მებრძოლი მოუწოდებს საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს, თავდასხმები განახორციელონ.
„აიღეთ იარაღები და ჩახრილეთ მათი მანაქნები. მოწამლეთ ალაჰის მტრების წყალი და საჭმელი. დააშინეთ და ძილის საშუალება არ მისცეთ“, - მოუწოდებენ ისინი საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს.
„სანამ დაბომბვებს გააგრძელებთ, მშვიდად ვერ იცხოვრებთ. ბაზარში გასვლაც კი შეგეშინდებათ", - ამბობს აბუ სალმანი. ვიდეოში მის უკან შეიარაღებული თანამებრძოლები დგანან. ვიდეოში ასახულია, როგორ წვავენ ისინი პასპორტებს.
წყარო: The Reuters