
საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პარიზში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, თბილისის საკრებულოს შენობა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მერის მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები.
საფრაგეთის დროშის ფერებში განათდა პრეზიდენტის სასახლე და მშვიდობის ხიდიც.