Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარიზის ტერაქტების მონაწილე პირების იდენტიფიცირება და კავშირი სირიასთან

15 ნოემბერი, 2015 13:07

პარიზის ტერაქტის მონაწილე 7 შეიარაღებული თავდამსხმელიდან ერთ-ერთი 29 წლის ფრანგი, წარმოშობით ალჟირელი ომარ ისმაილ მოსტეფი იყო. მას კრიმინალური წარსული ჰქონდა და რადიკალი ისლამისტი იყო.

ფრანგი პროკურორების ინფორმაციით, თავდასხმები 3 კოორდინირებული ჯგუფის მოქმედებებით წარიმართა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღებითა და თავის ასაფეთქებელი ბომბებით იყვნენ აღჭურვილი.

პროკურორ ფრანსუა მოლენის თქმით, დაკავებულები არიან ომარ ისმაილ მოსტეფის ოჯახის წევრები. ბელგიის პოლიციამ ასევე დააკავა 3 პირი, რომელიც საფრაგეთიდან გადასვლას ცდილობდნენ.

ერთ-ერთი მოკლული თავდამსხმელის გვერდით სირიის პასპორტი იპოვეს, რომელიც გამოყეებული იყო საბერძნეთის გავლით საფრანგეთში ჩასასვლელად. საბერძნეთის ოფიციალურმა მხარემ ინფორმაცია დაადასტურა.

მათი თქმით, საფრანგეთის პოლიციის მიერ იდენტიფიცრებულებიდან ორი საბერძნეთში, სირიელი ლტოლვილის სახელით დარეგისტრირდა.

პარიზში 13 ნოემბერს 6 თავდასხმა განხორციელდა. ტერორისტების ერთი ჯგუფი „ბატაკლანის“ თეატრში შეიჭრა, სადაც იმ დროს ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და მძევლები აიყვანა. 112 ადამიანი სწორედ იქ დაიღუპა. მაყურებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თეატრში მყოფები ტერორისტების დანახვისას ძირს დაწვნენ და თავდამსხმელები მწოლიარე ადამიანებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ესროდნენ. 

ტერაქტების გამო, პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი 16 ნოემბერს, თურქეთში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს აღარ დაესწრება. 

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოაცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები. გამოცხადებულია 3 დღიანი ეროვნული გლოვა.

პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. დაჯგუფებამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ფრაგი ეროვნების აბუ სალმანი ამბობს, რომ თავდასხმების მიზანი საფრანგეთისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ის კვლავ რჩება მთავარ სამიზნედ.

 

წყარო: BBC

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^