Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

CNN: საფრანგეთმა სირიაში ISIS-ის ობიექტები დაბომბა

16 ნოემბერი, 2015 1:47

საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქალაქ რაქაში, ISIS-ის ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანეს.

CNN-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდასხმა განხორციელდა „ისლამური სახელმწიფოს" რეკრუტირების ცენტრზე, იარაღის საცავსა და საწვრთნელ ბანაკზე.

ISIS რაქას ე.წ. ხალიფატის დედაქალაქად მოიხსენიებს. ობიექტებზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ორი დღის წინ ტერორისტებმა პარიზში ტერაქტი მოაწყვეს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ ავიაიერიშში 12 თვითმფრინავი მონაწილეობდა. მისი განმარტებით, ყველა ობიექტი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, განადგურებულია. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^