Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: ისლამი ჩემთვის არ ასოცირდება იმ საშინელებებთან, რაც საფრანგეთში მოხდა

16 ნოემბერი, 2015 21:58

ჩემთვის ტერორიზმი და ვანდალიზმი არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, საფრანგეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ შეძლოს გაერთიანება, რათა აგრესიას და ტერორს ძალიან ძლიერად უპასუხოს.

„დღეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ერთად ყოფნა და ერთად დგომა იმ ღირებულებების განსამტკიცებლად, რასაც ტოლერანტობა ჰქვია. ჩვენ, მთელმა კაცობრიობამ, სამყაროს მთელმა ცივილიზებულმა ნაწილმა ამ დღეებში სწორედ ტოლერანტობის თვალსაზრისით მივიღეთ გამოძახილი. საფრანგეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ გავერთიანდეთ და ძალიან ძლიერად ვუპასუხოთ აგრესიას, ტერორს. ეს კი უნდა მოხდეს იმით, რომ არასდროს შეიბღალოს ჩვენში ტოლერანტობის სულისკვეთება - ტერორი არასდროს არ შეგვცვლის ჩვენ და არ გაგვხდის განსხვავებულის მიუღებლებად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემთვის არც ტერორიზმი, არც ვანდალიზმი, არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავის თავს მუსლიმებს ეძახიან და ამ დროშით ცდილობენ ტერორის დათესვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ისლამი ჩემთვის არ ასოცირდება იმ საშინელებებთან, რაც ხდება სირიაში, სხვა ქვეყნებში და რაც მოხდა საფრანგეთში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^