Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევრაზიის ფონდი“: 19%-ის აზრით, ევროკავშირი საფრთხეს შეუქმნის ქართულ ტრადიციებს

18 ნოემბერი, 2015 12:21

„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის წინასწარი მონაცემების თანახმად,  მოსახლეობის 19% ფიქრობს, რომ ევროკავშირი საფრთხეს შეუქმნის ქართულ ტრადიციებს. 14% კი საერთოდ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

 2013 წლის მონაცემებთან  შედარებით იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ეთანხმება აღნიშნულ პოზიციას, გაზრდილია 11%-ით, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირი არ შეუქმნის საფრთხეს ქართულ ტრადიციებს შემცირებულია 4%-ით.

რაც შეეხება შედარებით პასუხებს,  27% უფრო მეტად  ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს, ვიდრე არ ეთანხმება;  21% კი უფრო არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 19%-ს არ აქვს პოზიცია ამ მოსაზრებასთნ დაკავშირებით და პასუხობს „არ ვიცი“, ხოლო უარი პასუხზე არ დაფიქსირებულა.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქვეყნებს ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის 2015 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს.

გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს ფონდი საზოგადოებას ნოემბრის ბოლოს წარუდგენს. ანგარიში მიმოიხილავს 2015 წლის გამოკითხვისა და ბოლო 7 წლის ძირითად ტენდენციებს. საკითხისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ფონდი გამოკითხვის პირველად მონაცემებს ასაჯაროებს. 

კვლევა მოეწყო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოკითხვა „სი-არ-არ-სი საქართველომ“ ჩაატარა .

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^