Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევრაზიის ფონდის" სოციოლოგიური კვლევით, 27% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ემხრობა

18 ნოემბერი, 2015 13:46

საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელსაც „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ აქვეყნებს, გამოხატულია მოსახლეობის პოზიცია ევროკავშირში, NATO-სა და ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესაძლო გაწევრიანების შესახებ.

2015 წლის მონაცემებით, შეკითხვაზე - „ხვალ რომ ტარდებოდეს რეფერენდუმი ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, პირადად თქვენ დაუჭერდით თუ არა ამას მხარს?", 27% დადებითად პასუხობს; 38% კი - უარყოფითად. 12% ამბობს, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას რეფერენდუმში, ხოლო 21%-ს არ აქვს პოზიცია.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განწყობებს, 2013 წელთან შედარებით, 2015 წელს შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეა, კერძოდ, 2013 წლის მონაცემებით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 78% უჭერდა, 2015 წელს კი მხარდამჭერთა რაოდენობა 61%-მდე შემცირდა. 


შეკითხვაზე, „ხვალ რომ ტარდებოდეს რეფერენდუმი საქართველოს NATO-ში შესვლის შესახებ, პირადად თქვენ დაუჭერდით თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში?", გამოკითხულთა 57% დადებითად პასუხობს, ხოლო 18% აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერდა.

2013 წლის მონაცემებით, ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 70%-მა გასცა, ხოლო უარყოფითი - მხოლოდ 8%-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წელს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობამ 13%-ით იკლო.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქვეყნებს ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის 2015 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს.

გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს ფონდი საზოგადოებას ნოემბრის ბოლოს წარუდგენს. ანგარიში მიმოიხილავს 2015 წლის გამოკითხვისა და ბოლო 7 წლის ძირითად ტენდენციებს. საკითხისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ფონდი გამოკითხვის პირველად მონაცემებს ასაჯაროებს. 

კვლევა მოეწყო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოკითხვა სი-არ-არ-სი საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^