Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევრაზიის ფონდის" კვლევით, გამოკითხულთა 5% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია

18 ნოემბერი, 2015 14:12

საზოგადოებრივი აზრის კვლევის 2015 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა 5% ფიქრობს, რომ საქართველო უკვე არის ევროკავშირის წევრი. შეკითხვაზე,  „არის თუ არა საქართველო ამჟამად ევროკავშირის წევრი?", 85% უარყოფითად პასუხობს, ხოლო 12% ამბობს, რომ არ იცის.

2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 2013 წელს 3%-ით მეტი ფიქრობდა, რომ საქართველო უკვე არის ევროკავშირის წევრი.

ცხრილი 1

შეკითხვაზე, „არის თუ არა ამჟამად რუსეთი ევროკავშირის წევრი?"-  გამოკითხულთა 6% დადებითად პასუხობს.  2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 5 %-ით შემცირდა. 26% ამბობს, რომ არ იცის, არის თუ არა რუსეთი ევროკავშირის წევრი. 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქვეყნებს ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის 2015 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს.

გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს ფონდი საზოგადოებას ნოემბრის ბოლოს წარუდგენს. ანგარიში მიმოიხილავს 2015 წლის გამოკითხვისა და ბოლო 7 წლის ძირითად ტენდენციებს. საკითხისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ფონდი გამოკითხვის პირველად მონაცემებს ასაჯაროებს. 

კვლევა მოეწყო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოკითხვა სი-არ-არ-სი საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^