Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფლის მეურნეობის მინისტრი: ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა იწყება

19 ნოემბერი, 2015 11:56

საქართველოს მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს. ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - „ქართული ჩაი“, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მოამზადა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 ათას ჰექტრამდე ჩაის პლანტაციების ეტაპობრივი რეაბილიტაცია იგეგმება.

სახელმწიფო, ასევე განახორციელებს ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დაიგეგმება სერტიფიცირების პროგრამები და განხორციელდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომელიც საჭიროა პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტისთვის.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.

მთავრობაასევე განახორციელებს სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამას, რათა მოხდეს პროდუქციის სეზონის გახანგრძლივება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად არის ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის 15-20%-ის დანაკარგი, რადგან ვერ ხდება შესაბამის პირობებში შენახვა.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით წახალისდება მაღალმთიანი რეგიონები, ასევე გამოიყო ყველაზე დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე 12 მუნიციპალიტეტი, რომლებიც მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^