Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაეროს უშიშროების საბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების რეზოლუციას მხარი დაუჭირა

21 ნოემბერი, 2015 11:55

გაეროს უშიშროების საბჭომ საფრანგეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების შესახებ მხარი ერთხმად დაუჭირა.

რეზოლუციით საფრანგეთი მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს, „ისლამურ სახელმწიფოსთან" და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის მიზნით „ყველა საჭირო ზომა მიიღონ".

გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, „ამოძირკვონ უსაფრთხო თავშესაფრები", რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ" და სხვა დაჯგუფებებმა ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე შექმნეს. 
საბჭო ასევე მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს „გააორმაგონ ძალისხმევა და შეთანხმებულად იმოქმედონ ტერორისტული თავდასხმების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით".

დოკუმენტი გმობს ლიბანში, ტუნისსა და თურქეთში განხორციელებულ მასშტაბურ ტერაქტებს.

რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს 15-ივე წევრმა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^