გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.
რუსული „ინტერფაქსი“ რუსეთის თავდაცვის მინისტრს ციტირებს, რომლის თქმით, ჩრდილოეთ სირიაში „სუ-24" ჩამოვარდა, ხოლო ორმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.
თურქეთმა სირიის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და თურქმენეთის მთებში სირიის მხარეს ჩავარდა.
თურქეთის მთავრობის წარმომადგენელი AFP-სთან საუბარში ამბობს, რომ ამ დროისთვის ისინი თვითმფრინავის წარმომავლობის დადგენას ცდილობენ.
თურქულმა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელმა სამხედრო თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდო, რაც მან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და გაფრთხილებებზეც არ ჰქონდა რეაქცია, - ამის შესახებ Reuters-ს თურქმა სამხედრო მაღალჩინოსანმა უთხრა.
წყარო: BBC