Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მედვედევი: რუსეთმა შესაძლოა, თურქეთთან საერთო პროექტებზე უარი თქვას

25 ნოემბერი, 2015 12:20

„რუსეთმა შეიძლება, უარი თქვას თურქეთთან საერთო პროექტებზე“, - რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „სუ-24-ის“ ჩამოგდებამ რუსეთ-თურქეთის მეგობრული ურთიერთობა გააფუჭა, მათ შორის ეკონომიკურიც.

„დანაკარგი რთული შესავსები იქნება, ამის შედეგად შეიძლება მოჰყვეს უარის თქმა მნიშვნელოვან საერთო პროექტებზე და თურქული კომპანიებისთვის პოზიციების დაკარგვა რუსულ ბაზარზე“, - განაცხადა მედვედევმა.

პრემიერის თქმით, რუსეთსა და NATO-ს შორის ურთიერთობის დაძაბვა ვერ გამართლდება ვერანაირი ინტერესით, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვით. თავისი ქმედებით თურქეთმა აჩვენა, რომ იცავს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც რუსეთში აკრძალულია.

ვლადიმირ პუტინმა თურქული ავიაგამანადგურებლის მიერ „სუ-24-ის“ ჩამოგდებას „ზურგში დარტყმა უწოდა“. ასევე მან განაცხადა, რომ „სუ-24-ის“ ჩამოგდება გავლენას იქონიებს რუსულ-თურქულ ურთიერთობებზე.

გუშინ თურქეთმა სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავი „სუ-24“ ჩამოაგდო. თურქულმა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელმა სამხედრო თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდო, რაც მან, გაფრთხილებების მიუხედავად, თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსული მხარის განცხადებით, თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

„ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ თვითმფრინავი სირიის საჰაერო სივრცეში, სირიის თავზე იყო,“ - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

 

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^