თურქეთის ავიაციის ქმედებების საპროტესტოდ მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები დაუშინეს. მომიტინგეებმა, ამასთანავე, მედიკამენტები და კვერცხებიც გამოიყენეს.
საელჩოს შენობაში რამდენიმე ფანჯარა ჩაიმსხვრა, ხოლო ფასადი და საელჩოს კუთვნილი ტერიტორია დაბინძურებულია სხვადასხვა სითხით. საპროტესტო აქცია გაიმართა 24 ნოემბერსაც, „სუ-24-ის“ ჩამოგდებიდან რამდენიმე საათში. სამშაბათს თურქეთმა სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი „სუ-24“ ჩამოაგდო. თურქულმა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელმა სამხედრო თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდო, რაც მან, გაფრთხილებების მიუხედავად, თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსული მხარის განცხადებით, თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. „ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ თვითმფრინავი სირიის საჰაერო სივრცეში, სირიის თავზე იყო“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,