Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევთა მიმართ დაწესებულ უფლებრივ შეზღუდვებს ასაჩივრებს

25 ნოემბერი, 2015 17:02

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი ახალი სარჩელი მოამზადა.

„ლიბერალთან“ საუბრისას EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ სარჩელი ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისთვის დაწესებულ უფლებრივ შეზღუდვებს ეხება.  

უფრო კონკრეტულად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

აღნიშნულ შეზღუდვების სხვადასხვა ვადაა გათვალისწინებული ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობსა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მიმართ.

იურისტი ამბობს, რომ როდესაც გამამტყუნებელი განაჩემი გამოდის, პირს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელებთან ერთად, დამატებით, აღნიშნული კანონით გარკვეული უფლებებიც ეზღუდებათ.

„ამ კანონის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მაგალითად, თუკი ჩვეულებრივ სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულია ალტერნატიული სასჯელი ან პატიმრობის მინიმალური და მაქსიმალური ვადა, მოსამართლეს შეუძლია იმსჯელოს, რა ვადით გამოიყენოს სასჯელი, რა რაოდენობის ჯარიმა დანიშნოს და ა.შ. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონი კი ასეთი მანევრირების საშუალებას არ იძლევა და იმპერატიულად ამბობს, რომ ამა და ამ ქმედებისთვის პირს მაგ.: 5 წლით უნდა ჩამოერთვას აღნიშნული უფლებები და ა.შ.“ - ამბობს იმნაძე.

იურისტი აღნიშნავს, რომ მკაცრი და იმპერატიულად განსაზღვრული ნორმები ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე წინააღმდეგობაში მოდის ღირსებისა და პატივის შემლახავი სასჯელის აკრძავლასთან და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან.

„სარჩელში ასევე გვაქვს დაყენებული სხვა კონსტიტუციოური ნორმები, როგორიც არის თავისუფალი შრომის უფლება, თანამდებობის დაკავების უფლება და ა.შ.“,- აცხადებს ის.

მისივე თქმით, სარჩელი უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდება.

აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკულ დანაშაულად მიიჩნევა სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ:

მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება

მუხლი 261. ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება

მუხლი 262. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა

მუხლი 263. საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა

მუხლი 264. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა

მუხლი 265. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება

მუხლი 266. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა

მუხლი 267. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება

მუხლი 268. ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება

მუხლი 269. ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა

მუხლი 270. ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა

მუხლი 271. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა

მუხლი 272. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მოხმარებაზე დაყოლიება

მუხლი 273. პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება

მუხლი 274. იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^