Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი NATO-ში გაწევრიანებაზე: ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ ან მაზეგ

01 დეკემბერი, 2015 12:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს მინისტერიალს გამოეხმაურა, რომელიც ბრიუსელში ხვალ გაიმართება.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.

„ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ ან მაზეგ - ამის დღეს განსჯა საკმაოდ რთულია, ვითვალისწინებთ რა იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პარიზში.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ელოდება NATO-ს ვარშავის სამიტს და ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა არ სურს.

„ეს არის NATO-ს გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციაც, რომ მოსახლეობა წინასწარ არ შევიყვანოთ შეცდომაში, ან ერთმანეთს არ შევუქმნათ მოლოდინები, იმედები და შემდეგ არ გავუმტყუნოთ. საჭიროა, მშვიდად მივყვეთ პროცესებს, რაც ჩვენი მხრიდან არის გასაკეთებელი, ზედმიწევნით კარგად ვაკეთებთ, არ გვაქვს არავითარი ჩამორჩენა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიჰყვება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გეგმას, რომელიც დროშია გაწერილი და ყველა ვალდებულება ეფექტიანად სრულდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანარჩენი დამოკიდებულია გლობალურ ვითარებაზე, რომელიც არსებობს რეგიონში.

„დღეს მსოფლიო განსხვავებულია, ვიდრე იყო თუნდაც გასულ წელს. ყველა რეალური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და არ მოვატყუოთ ერთმანეთი. ჩვენ სრულად მივყვებით დასახულ გეგმას, მაგრამ რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ვერ გავაკეთებთ. რაც არის ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების, თავად ნატოს გადასაწყვეტი, ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, ამ საკითხზე არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის და ცრუ მოლოდინების შექმნა. ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ პროცესს და ყველამ თავისი საქმე აკეთოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^