Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი - "საგას" რეკლამა არღვევს ბავშვის ინტერესების დაცვის პრინციპებს

04 დეკემბერი, 2015 16:12

სახალხო დამცველი  შეშფოთებას გამოთქვამს ინტერნეტ სივრცეში მაღაზიათა ქსელი „საგას“ მიერ „სექსუალური აღზრდის“ სახელწოდებით გავრცელებული რეკლამის გამო, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს. ომბუდსმენი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, შეისწავლონ ფაქტი.  მაღაზიათა ქსელ "საგას" კი -  დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის გავრცელება, ბავშვის უფლებების, მისი ჭეშმარიტი ინტერესებისა და არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმის ძალადობისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით. 

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეორგოლის სიუჟეტი არ შეესაბამება   მოცემული ასაკის როგორც მონაწილე, ასევე, მაყურებელი არასრულწლოვნების  შემეცნებითი და ემოციური განვითარების დონეს:

"შესაბამისად, წარმოადგენს ძალადობრივ ზეწოლას  მოზარდის  ფსიქიკურ შესაძლებლობებზე და უხეშად არღვევს  გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს.

საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ არეგულირებს რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს. ამავე კანონით, იკრძალება არასრულწლოვანთა გულუბრყვილობისა და გამოუცდელობის ბოროტად გამოყენება და  რეკლამაში ისეთი ტექსტის, აუდიო და ვიდეოინფორმაციის მოთავსება, რომელიც არასრულწლოვანს საშიშ ადგილასა და ვითარებაში აჩვენებს. საყურადღებოა, რომ რეკლამაში გადმოცემულია არასრულწლოვნის მძიმე ემოციური მდგომარეობა ბავშვის ღირსებისა და პატივის შემლახველი ფორმით.

გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC), თავის ზოგად კომენტარში N13, ეხება არასრულწლოვნის დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდებას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გზით და აღნიშნავს, რომ ბავშვი, როგორც ინფორმაციის მიმღები, შესაძლოა, მოექცეს არასასურველი, აგრესიული, ძალადობრივი, შეცდომაში შემყვანი და პორნოგრაფიული რეკლამის ზემოქმედების ქვეშ. ამასთანავე, ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ არასრულწლოვნების დაცვა მასმედიით გავრცელებული სტიგმის შემცველი,  ბავშვის ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაციისგან.

სახალხო დამცველი გმობს ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საზიანო სარეკლამო პროდუქციაში არასრულწლოვანთა მონაწილეობის ფაქტს, ისევე, როგორც მათთვის მსგავსი შინაარსის სარეკლამო პროდუქციის ხელმისაწვდომობას და მიმართავს ამ სფეროში ჩართულ ყველა პროფესიონალს, არ შექმნან ბავშვისთვის არაკეთილსაიმედო მედია გარემო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს, შეისწავლონ აღნიშნული შემთხვევა და მოახდინონ კანონით განსაზღვრული რეაგირება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მაღაზიათა ქსელ „საგას“,  დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის გავრცელება, ბავშვის უფლებების, მისი ჭეშმარიტი ინტერესებისა და არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმის ძალადობისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^