Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილია მეორე: პატრიარქს პატიმრებისა და ბრალდებულების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს

05 დეკემბერი, 2015 17:56

"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს",- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში განაცხადა.  

დღეს ქალთა #5 დაწესებულების მსჯავრდებულებმა რუსთაველის თეატრში სპექტაკლი "ჩემი მძევალი ანგელოზები" დადგეს. მას საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილიც ესწრებოდნენ.

პატრიარქის ინიციატივას დაეთანხმა კახიშვილი და განაცხადა, რომ ილია მეორეს ამის უფლება უნდა ჰქონდეს. 

"მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. ერის წინამძღვარია. მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ვინ არის, ამიტომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება", - განაცხადა კახა კახიშვილმა. 

პრემიერს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის "პ" ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^