Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსუფაშვილი პატრიარქის ინიციატივაზე: "არ მახსენდება ასეთი კონსტიტუციური მოდელი"

06 დეკემბერი, 2015 14:04

"არ მახსენდება, შემთხვევა, როცა სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმეს ჰქონდეს ეს მძიმე ტვირთი. შეწყალება ეს სასიამოვნო უფლება არ არის",-  ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პატრიარქის ინიციატივას.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, რაიმე გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი და პატრიარქი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა შეწყალების პროცესში ჩართულობას გულისხმობდეს.

"ერთია ცოდვის მიტევება, შენდობა, რომელიც, გასაგებია, თუ ვისი ექსკლუზიური უფლებაა. მეორეა სასჯელისგან გათავისუფლება და ამ თვალსაზრისით - შეწყალება. შესაძლოა, აქ უფრო ჩართულობაზე იყოს საუბარი და არა რაიმე უფლების ვინმესთის გადაცემაზე ან გაყოფაზე", - აღნიშნავს დავით უსუფაშვილმა.

გუშინ რუსთაველის თეატრში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა შეწყალების უფლება პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს. მის ინიციატივას სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დადებითად აფასებენ. ღარიბაშვილმა გუშინ პარლამენტსა და პრეზიდენტს ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებისკენ მოუწოდა.

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის "პ" ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^