Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერძენიშვილი: პარლამენტი ისეთ დონეზე არაა, ჯაჭვლიანის ინიციატივა კანონად აქციოს

07 დეკემბერი, 2015 17:41

„ეს კანონპროექტი, ჯერჯერობით, არ მინახავს, მაგრამ ცოტა მეეჭვება, ასეთ წამოწყებებს რამე პერსპექტივა ჰქონდეს, თუნცა ყველას აქვს უფლება ნებისმიერი ტიპის კანონპროექტი შემოიტანოს“, - უთხრა „ლიბერალს“ ფრაქცია „ქარული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებული კანონპროექტის შესახებ.

როგორც ბერძენიშვილი ამბობს, მისთვის უცნობია, კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, ჯაჭვლიანი პარლამენტს რა სიახლეს სთავაზობს. „ვიცით, რომ ინდოევროპეისტიკისა და ენათმეცნიერების თვალსაზრისით, ერთ-ორი ხუმრობა შემოუტანია“, - ამბობს ბერძენიშვილი - „ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ სოსო ჯაჭვლიანის პარლამენტარობა რაღაცით ხო უნდა აღინიშნოს, წინათაც რაღაც დააპირა, მაგრამ შეჩერდა“.

ბერძენიშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ამ ინიციატივას კანონის სახე მიეცემა. „ასეთი პარლამენტი არ ვართ, ჯერჯერობით, საქართველოს პარლამენტი ასეთ დონეზე არ მისულა“, - უთხრა „ლიბერალს“ ბერძენიშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას 300 ლარით უნდა დაჯარიმდეს.

აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა კი 600 ლარით დაჯარიმდება.

დეპუტატის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელსაც 166-ე პრიმა მუხლი ემატება.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური შენობების ან სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით.

ინიციატორი კანონპროექტის მიზნად სახელმწიფოს მხირდან ქვეყანაში არსებული რელიგიებისა და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისგან დაცვას ასახელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^