საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ფრონტი" ლიდერობს.
პარიზის ტერაქტზე აპელირებით, რომლის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა, იმიგრაციის მოწინააღმდეგე პარტიის ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ „ეროვნული ფრონტი" საფრანგეთის ნომერ პირველი პარტიაა.
მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე-ცენტრისტი რესპუბლიკური პარტია, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი წარმოადგენდა, მას კი მმართველი სოციალისტიური პარტია მოსდევს.
ხმის მიცემის მეორე ტური 13 დეკემბერს გაიმართება.
მას შემდეგ რაც შედეგები გამოცხადდა, სოციალუსტურმა პარტიამ განაცხადა, რომ სულ მცირე ორ რეგიონში მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს.