Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენმ ევროკავშრისადმი მიმართვის ტექსტში სიტყვის თავისუფლებაზე ჩანაწერის ჩამატებას ითხოვს

09 დეკემბერი, 2015 19:57

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სახელზე პარლამენტის მიმართვის პროექტში მთავრობისადმი სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის მოთხოვნის შესახებ ჩანაწერის ჩამატებას ითხოვს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა ეწინააღმდეგება. 

დეპუტატი გიორგი გაბაშვილი აღნიშნავს, რომ ტექსტი, რომლის ჩამატებასაც ენმ ითხოვს, ევროკავშირის ყველა დოკუმენტში წერია. 

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე პროცესის გათვალისწინებით გააცნობიეროს თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქვეყანაში კონსოლიდერებული დემოკრატიის არსებობის აუცილებლობაში და დაიცვას დემოკრატიული სტანდარტების ისეთი კატეგორიები, როგორებიც არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, მართლმსსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, საკუთრების უფლება, სიტყვის და მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და გამჭვირვალობა" - ეს სწორედ ის სიტყვებია, რომელთა მიმართვაში ჩამატებასაც ენმ ითხოვს. 

ევროკავშირისადმი მიმართვის ტექსტი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტმა, ვიქტორ დოლიძემ მოამზადა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^