არასამთავრობო ორგანიზაცია „ბემონის“ ინფორმაციით, 2014 წლის კვლევებით, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა საქართველოში 49 700. ინექციური ნარკოტიკების მოხმარების სავარაუდო პრევალენტობა (გავრცელება) ქვეყნის მასშტაბით კი არის 2,02%.
„ლიბერლთან" საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ბემონის" თავმჯდომარე თამარ სირბილაძე ამბობს, რომ აღნიშნულ რაოდენობაში შედიან როგორც ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, ასევე წამალდამოკიდებული ადამიანები.
„აქტიური დამოკიდებულების ფორმა, ე.წ. ლომკა, 49 700 ათასის მესამედს აქვს", - აღნიშნა სირბილაძემ.
კვლევის სამიზნე ჯგუფში კი ასე განისაზღვრა: გამოკითხულები იყვნენ ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები 18-65 წწ ასაკობრივი ჯგუფიდან, რომელთაც ინექციური ნარკოტიკი ბოლო 1 თვის განმავლობაში მოიხმარეს.
ორგანიზაციამ კვლევა 7 ქალაქში ჩაატარა. ესენია: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, გორი, რუსთავი.
ორგანიზაციის თქმით, მეთოდი დაფუძნებული იყო ინფორმაციის მოძიების 2 სხვადასხვა წყაროზე - თავად ფარული პოპულაციის წევრები და დაწესებულება ან სერვისი, რომელთანაც კონტაქტი აქვს ფარული პოპულაციის წარმომადგენელს;
საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ კვლევის თანახმად კი, მოსახლეობის 44%-მა პირველად არაინექციური ნარკოტიკი 15 წლამდე ასაკში მოიხმარა, 46 %-მა 15-19 წლის ასაკში, 8%-მა 20-24 წლის ასაკში, ხოლო 2%-მა - 25 წელს ზემოთ.
რაც შეეხება პირველ ინექციურ მოხმარებას, 8%-მა ინექციური ნარკოტიკი 15 წლამდე მოიხმარა, 49%-მა 15-19 წლის ასაკში, 31%-მა 20-24 ასაკში, ხოლო 12%-მა 25 წელს ზემოთ.
ბოლო თვის განმავლობაში მოხმარებული საინექციო ნარკოტიკები კი არის::
„კურაციომ" კვლევა შემდეგ ქალაქებში ჩაატარა: თბილისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი;
კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები იყო რესპონდენტის ასაკი - 18 წელი და მეტი, ინექციური ნარკოტიკების მოხმარება უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში. კურაციომ სულ 2,037 რესპონდენტი გამოიკითხა.