ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთზე საცდელმა სატვირთო მატარებელმა გაიარა. რკინიგზის არსებულ მონაკვეთს ტესტი „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა“ და „აზერბაიჯანის რკინიგზის" საქართველოს ფილიალის ორგანიზებით ჩაუტარდა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი 254 კმ-ია. ამ დროისთვის უცნობია რკინიგზის გახსნის ზუსტი თარიღი, მაგრამ შესაძლოა, იგი ექსპლუატაციაში 2016 წლიდან შევიდეს.
ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს, პირველ ეტაპზე 5 მილიონი ტვირთი გაატაროს. საბოლოოდ, დაგეგმილია რკინიგზის გამტარუნარიანობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს.