Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI: მაია მიმინოშვილმა 6 თვეში 47 551 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი აიღო

16 დეკემბერი, 2015 15:45

მაია მიმინოშვილის მიერ 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში მიღებული 81 301 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურებიდან, რომელიც იმავე პერიოდში განათლების მინისტრის ანაზღაურებას დაახლოებით ორჯერ აღემატება, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 27 000 ლარს, პრემია - 6750 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი 47 551 ლარს - ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ პრემიების გაცემაზე დაწესებულმა რეგულაციებმა მთელ რიგ სამინისტროებში პრემიების სახელფასო დანამატითჩანაცვლების ტენდენცია განაპირობა.

IDFI-ის განცხადებით, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს 14 სამინისტროს და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემია, საიდანაც პრემიის სახით გაიცა 945 229 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 4 532 162 ლარი. 

„2014 წლის მსგავსად, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაშიც სამინისტროების თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მეტად დარეგულირებულია მინისტრის შრომის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 6 250 ლარს (თანამდებობრივი სარგო- 3540 ლარი და პრემიერ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატი - 2710 ლარი). მიღებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ოდენობის (3540 ლარი) პრემია მიღებული აქვს მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს" - აცხადებს IDFI.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია ერთი და იმავე ოდენობით (პირველი მოადგილე - 2 950 ლარი, მოადგილე - 2 720 ლარი), 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების ყოველთვიური სახელფასო დანამატი შეადგენდა 5 500 ლარს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეების - 4 000 ლარს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეების - 3 624 ლარს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეების 3 182 ლარს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების 1 360 ლარს, ხოლო დანარჩენი სამინისტროების შემთხვევაში, მინისტრის მოადგილეები ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის სახელფასო დანამატს. 



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^