Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► სააკაშვილ-ავაკოვის დაპირისპირების კადრები გავრცელდა

16 დეკემბერი, 2015 17:17

ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის დაპირისპირების ჩანაწერი თავად მინისტრმა გაავრცელა. მოგვიანებით პრეზიენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილმაც გაავრცელა. 

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომის დროს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა წყალი შეასხა და ქვეყნის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვა, რაც მინისტრის მიერ დასმულ კითხვას სააკაშვილი მძაფრი რეაქციით გამოეხმაურა და სხდომა მწვავე შელაპარაკებაში გადაიზარდა.

Жалкую, що довелося назвати Прем'єр-міністра злодієм, але ще більш жалкую, що це правда.Відео, яке мені передали в Адміністрації Президента після моїх наполегливих прохань. На ньому чітко видно як Прем'єр-міністр обзиває мене "гастролером" і "треплом", а його міністр запропонував забратися з "його країни". Я використав слово "злодії" відносно Прем'єр-міністра і міністра внутрішніх справ і від цих слів не відмовляюся. Я люблю Україну і ми позбавимо нашу країну від злодіїв і шахраїв.--Сожалею, что пришлось назвать Премьер-министра вором, но ещё более сожалею, что это правда. Видео, которое мне передали в Администрации Президента после моих настоятельных просьб. На нем чётко видно как Премьер-министр обзывает меня "гастролером" и "треплом", а его министр предложил убраться из "его страны". Я использовал слово "воры" по отношению к Премьер-министру и министру внутренних дел и от этих слов не отказываюсь. Я люблю Украину, и мы избавим нашу страну от воров и жуликов.

Posted by Mikheil Saakashvili on Wednesday, December 16, 2015

რამდენიმე დღის წინ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა, Facebook-ში, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ოდესის საპორტო ქარხნის პრივატიზაციას და ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ეხება.

„ქარხანა ღიად უნდა გაიყიდოს - დასავლურ სახელოვან კომპანიაზე და არა ოფშორზე რუს ოლიგარქზე, რომელთანაც ლაპარაკობენ  ხმამაღალ ფრაზებს ამოფარებული ჩინოვნიკები. საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა. სააკაშვილი - ყბედია, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს. კორუმპირებულები უნდა დააპატიმრო და არა ილაპარაკო მასზე თვეობით. თუ საყვარელიძე არ არის დაკავებული ამ ქარხნით? რა შუაშია აქ სააკაშვილი?“ - წერს საკუთარ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

„კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის პრესსამსახურისგან გამოაქვეყნოს პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის უღირსი და პროვოკაციული ქმედებების სრული ვიდეოჩანაწერი რადის რეფორმებზე.ვიდეოჩაწერა სამი კამერით ხდებოდა და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება, ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ იქ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე. დადგა დრო, სუბიექტებმა, რომლებმაც ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანეს, პასუხი აგონ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რეფორმების ეროვნულ საბჭოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. პრეზიდენტი შინაგან საქმეთა მინისტრი ქსენოფობიაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დაუშვებელია ქსენოფობიური ქვეტექსტების გამოყენება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის ეროვნულ ღირსებას ეხება და მის უკრაინულ პატრიოტიზმს ეჭვქვეშ აყენებს.

პრეზიდენტმა, ასევე, გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციაში დადანაშაულების გამო და შეახსენა, რომ კორუფციასთან ბრძოლა შოუბიზნესის ნაწილი არ არის და რომ სახელმწიფო მაღალჩინოსნები მსგავს სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდნენ. „ანტიკორუფციული შოუებიდან ანტიკორუფციულ საქმეებზე გადასვლის დროა“, - აცხადებს პრეზიდენტი პოროშენკო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^