Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პუტინი: რუსეთი მზადაა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს

17 დეკემბერი, 2015 15:59

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შეწყვიტოს.

პუტინმა, რომელმაც პრესკონფერენციაზე „მაესტროს" შეკითხვებს უპასუხა, აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის გადასწყვეტია.

„მათთან მუშაობაა საჭირო. ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. დღეს კი მიუხედავად ყველა სირთულისა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენ ვხედავთ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან გზავნილებს და ვიღებთ ამ გზავნილებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ საქართველოს ღვინის პროდუქტის 2/3 რუსეთში მოდის. ზრდის მზარდი ტემპია", - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, 2008 წელის ომის მიზეზი რუსეთი არ ყოფილა.

„ვითარების დაძაბვის მიზეზი ჩვენ არ ვართ. საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასა და ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს არ უნდა მიეღოთ ავანტურისტული გადაწყვეტილებები, რომელმაც საქართველოს ჩავარდნა გამოიწვია. ეს მათი ისტორიული დანაშაულია და სრულიად მათ კისერზეა. ახლა თქვენ პოლიტიკოსთა ექსპორტი დაიწყეთ, აქტიურად მუშაობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკაში,  - უკრაინაში. როგორც ჩანს, არ შეუცვლიათ მუშაობის სტილი", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას პუტინმა „უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება უწოდა".

„სხვათა შორის, მინდა გავიმეორო, რომ ჩემი აზრით, ეს უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხებაა. სააკაშვილს ხომ არ მისცეს სამუშაო ვიზა აშშ-ში? უკრაინაში გაგზავნეს, დაე იქ დაიწყოს ბრძანებების გაცემაო. რა უთხრეს უკრაინას? ხალხს გამოგიგზავნით უფრო ცივილიზებული ქვეყნებიდან, რომ გმართონ, რადგან ამის გაკეთება თვითონ არ შეგიძლიათ, 45 მლნ-იან ქვეყანაში 5-10 პატიოსან მმართველს ვერ პოულობთო", - თქვა პუტინმა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^