Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აბაშიძე: სოლიდურად მშვიდად, ამავე დროს პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ეს საგარეო კურსი

18 დეკემბერი, 2015 10:44

რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველომ სოლიდურად მშვიდად, ამავე დროს პრინციპულად უნდა გააგრძელოს ამჟამინდელი საგარეო კურსი. აბაშიძეს იმედი აქვს, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ხელშესახები შედეგები იქნება. 

„გუშინ მოვისმინეთ, რომ რუსეთის მხარე აპირებს, მნიშვნელოვნად გაამარტივოს სავიზო რეჟიმი. ვცდილობთ, რუსეთთანაც ჩვენი ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიყვანოთ და ამის რაღაც პატარა ნიშნები უკვე არის", - ამბობს აბაშიძე.  

როგორც აბაშიძე ამბობს, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს და, ჯერჯერობით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, „ჩვენმა რუსმა კოლეგებმაც კარგად იციან, რატომ". 

„ეს დაკავშირებულია, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპებთან და, სანამ არ მოხდება სერიოზული გარღვევა ამ მიმართულებნით, რა თქმა უნდა, ეს საკითხი, დღის წესრიგში არ დადგება. რა თქმა უნდა, თუ იქნება მნიშვნელოვანი წინაგადადგული ნაბიჯები, ამ თვალსაზრისით, ამ საკითხის განხილვაც იქნება შესაძლებელი, მაგრამ არა ახლა", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე. 

აბაშიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივების მნიშვნელობაზეც საუბრობს. 

„თითქმის ყოველდღიურად ვაწყდები სერიოზულ სირთულეებს. უამრავი ადამიანი მიკავშირდება, ისინი, ვისაც მოსკოვში წასვლა სჭირდება, იქ უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, ჰყავთ ნათესავები, მეგობრები ახლობლები, ჩვენს ბიზნესმენებს სჭირდებათ რუსეთში წასვლა და ეს ძალიან სერიოზულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუკი ეს სირთულეები მოიხსნება, ამას მოსახლეობის ეს ნაწილი იგრძნობს, და ზოგადად, ჩვენი ხელისუფლების პრინციპია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, ნებისმიერი მიმართულებით. ახლა ევროკავშირთან გვექნება სეთი სერიოზული გარღვევა, თუ მომავალში აშშ-თანაც მივაღწევთ, რაღაც ანალოგიურს, ესეც ძალიან დიდი წინსვლა იქნება. მინდა ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ მაქსიმალური თავისუფლება ამ თვალსაზრისით", - თქვა აბაშიძემ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^