Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა: საქართველო ყველა ნიშნულს აკმაყოფილებს

18 დეკემბერი, 2015 16:19

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა ნიშნულს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილში იყო მოცემული - ნათქვამია ვიზალიბერალიზაციის მე-4 პროგრესანგარიშშია, რომელიც ევროკომისიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 

„კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა და ყველა რეფორმა განახორციელა დანარჩენი ნიშნულების ეფექტიანი და მდგრადი შესრულებისთვის. მიღებულია ყველა ზომა, რომელიც მე-3 პროგრესანგარიშში იყო მოთხოვნილი. საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩო, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპები, ოთხი ბლოკის ფარგლებში პროცედურების იმპლემენტაცია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაშია

ამ შეფასებებზე დაყრდნობით, იმ შედეგის გათვალისწინებით, რომლებიც 2012 წელს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყების შემდეგ მონიტორინგმა აჩვენა, ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა ნიშნულს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ბლოკში იყო მოცემული. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გათვალისწინებით, კომისია 2016 წელს წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას No 539/2001 რეგულაციაში ცვლილებების შესატანად“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

იმისათვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს, ამ ანგარიშის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. პროცედურულად, ევროკომისია მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტს  რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს კენჭი უყაროს. ევროპარლამენტი გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს და მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის. 

ძალაში შესვლის შემდეგ ვიზალიბერალიზაცია ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში, ოთხ კანდიდატ ქვეყანასა (ბულგარეთში, კვიპროსში, რუმინეთში, ხორვატიაში) და ოთხ არაწევრ ქვეყანაში (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) 180-დღიან ვადაში, 90 დღით უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს.

მოლდავეთის შემთხვევაში ევროკომისიის დადებითი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ პროცედურების გავლასა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას 6 თვე დასჭირდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^