Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ახალი თაობის პრეპარატი - ჰარვონი შემოდის

19 დეკემბერი, 2015 17:12

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ახალი თაობის რევოლუციური პრეპარატი ჰარვონი შემოდის – განაცხადეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ერთად გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველმა ეტაპმა  წარმატებით ჩაიარა და ახალი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, საქართველომ ამერიკელი პარტნიორებისგან  მიიღო  C ჰეპატიტის პროგრამის უწყვეტად გაგრძელების გადაწყვეტილება.

„პირველივე ეტაპზე პროექტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩვენი პროექტი შეაფასა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების სიტყვები რომ მოვიშველიო, ,,საქართველო გახდა  მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს გლობალური მიდგომა ამ ვირუსთან მიმართებით“. დღეს, გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი - ჰარვონი, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას და მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდება,“ –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით,  C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულმა პაციენტებმა, რომელთაც მკურნალობის სრული კურსი გაიარეს, განიკურნენ და მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დაამარცხა C ჰეპატიტის ვირუსი.

დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა პროგრამის უწყვეტად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. მანვე თხოვნით მიმართა საზოგადოებას, ჩაერთონ C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის პროგრამაში, რათა დადგინდეს, არის თუ არა პირი ინფიცირებული და დროულად მოხდეს  მკურნალობის ჩატარება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის მაისში ამოქმედდა. იგი მოიცავს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტს.

ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პრეპარატ ჰარვონის შესახებ „ლიბერალთან" საუბარში აცხადებდა, რომ ჰარვონი არის სოფოსბუვირისა და ლედიპასვირის კომბინაცია და მკურნალობისას მისი ეფექტი გაძლიერებულია, ის სქემაში ინტერფერონის ჩართვას არ საჭიროებს და სოფუსბუვირზე უფრო ახალი თაობის მედიკამენტია.

რაც შეეხება სოფოსბუვირს, ბუწაშვილის თქმით, მას პრაქტიკულად უკუჩვენება არ აქვს, თუმცა ზოგიერთ სქემაში თავისთავში საჭიროებს ინტერფერონთან ერთად დანიშვნას.

როგორც ბუწაშვილი ამბობს, ჰარვონი, ძირითადად, პირველი გენოტიპის მქონე პაციენტებს ენიშნება, თუმცა მას ასევე არეგისტირებენ მესამე გენოტიპის ქვეჯგუფისთვისაც. მისი თქმით, ის, ალბათ, ასევე თანდათანობით სხვა გენოტიპზეც დარეგისტრირდება.

კომპანია „გილიადის“ საინფორმაციო ბუკლეტის მიხედვით, ჰარვონის ერთი ტაბლეტი, 90 მგ ლედიპასვირსა და 400 მგ სოფუსბურის შეიცავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^