აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 60% პასუხობს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი თუ ვის მისცემდა ხმას 35% აქვს.
3%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის, პასუხის გაცემაზე უარი კი 2%-მა განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 64% სავარაუდოდ მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო 36% სავარაუდოდ არ მიიღებდა მონაწილეობას.
დღეს NDI-მ სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 2015 წლის 17 ნოემრიდან - 7 დეკემბრის პერიოდს. გამოიკითხა 1881 ადამიანი. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის ამასთან, დამატებითი წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1;
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს (სტრატიფიცირება - მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად;
კლასტერნიგი - თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა). ყველა ინრევიუ ცატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. იგი დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.