Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

C ჰეპატიტის მეორე ეტაპი - ვინ ჩაერთვება მკურნალობაში

21 დეკემბერი, 2015 19:58

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას თქმით, საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი ჰარვონი თებერვლის პირველი რიცხვებიდან შემოვა.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ჰარვონი უფრო ძლიერმოქმედი პრეპარატია და აქვს კიდევ ერთი კარგი თვისება, რომ არ სჭირდება ზოგიერთი გენოტიპების შემთხვევაში სხვა მედიკამენტებთან კომბინირება.

როგორც დღეს პრესკონფერენციაზე აღინიშნა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი 20 ათას პაციენტზე იქნება გათვლილი. ვალერი კვარაცხელია ამბობს, რომ მეორე ეტაპში C ჰეპატიტის მქონე ნაკლები სიმძიმის პაციენტებიც ჩაერთვებიან (F1, F2). პირველი ეტაპის დროს კი მკურნალობაში თავდაპირველად C ჰეპატიტის უფრო მძიმე ხარისხის მქონე (F3, F4) პაციენტები ერთვებოდნენ.

როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, პირველი ეტაპისთვის გათვლილი 5000 პაციენტის ნაცვლად ამ დროისათვის მკურნალობის რეჟიმში 6 200 პაციენტია.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საბოლოოდ გამოჯანმრთელებულად პაციენტი მას შემდეგ მიიჩნევა, რაც მკურნალობის კურსის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ, განმეორებითი გამოკვლევისას, მის სისხლში C ჰეპატიტის ვირუსი აღარ აღმოჩნდება. როგორც კვარაცხელია ამბობს, „ასეთი გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება“.

ამასთან, როგორც დღეს გახდა ცნობილი, კვარაცხელიას თქმით, C ჰეპატიტის მედიკამენტების მწარმოებელმა კომპანიამ „გილეადმა“ ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ სიტყვიერი პირობის მიხედვით,  „ზაფხულის ბოლოს შესაძლოა, კიდევ ერთი ძალიან უნიკალური პრეპარატი შემოგვთავაზოს, რისი  მსგავსიც დღეს მსოფლიოში არავის აქვს. მე მათგან მაქვს ჯერ მხოლოდ სიტყვიერი პირობა, რომ ამ პრეპარატსაც ერთ-ერთი პირველები მივიღებთ“, - აცხადებს კვარაცხელია.

დაავადებათა კონტროლის ცენრტის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კი დღეს ქვეყნის მასშტაბით ნებაყოფლობითი სკრინინგის შესახებ ისაუბრა.

გამყრელიძის თქმით, 2015 წლის ნოემბრიდან დაიწყო 50 000 ადამიანის ნებაყოფლობითი სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით და დეკემბრის მონაცემებით, სულ გამოკვლეულია 11 124 ადამიანი;
ასევე, C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაგეგმილი აქციების ფარგლებში ტესტირება გაიარა 12 997 პირმა;

2015 წელს თბილისის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ეროვნულმა სკრინინგცენტრმა ჩაატარა 10 936 ადამიანის სკრინინგი;

2014-2015 წელს ტესტირება გაიარა 12 000-მა პატიმარმა;

გამყრელიძის თქმით, ნებაყოფლობითი სკრინინგის ფარგლებში განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა აჭარის, სამეგრელო -ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონები, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობით თბილისი.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ისევ რჩება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად. მთავარი არის ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ  არ იცის, ინფიცირებულია თუ არა.

„პროგრამის გაფართოებასთან ერთად, ჩვენ უნდა ვუმკურნალოდ არა 6 000 ადამიანს, არამედ 20 000-სს ყოველწლიურად, რათა დაახლოებით 5-6  წლის განმავლობაში მკურნალობის ქვეშ გვყავდეს დაახლოებით 150 ათასი ადამიანი. ამისთვის კი სკრინინგი უნდა ჩავუტაროთ დაახლოებით 10-ჯერ მეტ ადამიანს, ჩვენი სამიზნე რაოდენობა კი დაახლოებით 400 ათასი ადამიანის სკრინინგია, რაც არცთუ ადვილი ამოცანაა. საჭიროა მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობა და გაცნობიერება იმისა, რომ C ჰეპატიტი განკურნებადია. ამას 3-4 წლის წინ მსოფლიო ვერ ამბობდა, დღეს კი მსოფლიო ამას ამბობს, თუ ინფიცირებული ხარ, შენ გაქვს შანსი, სრულად განიკურნო ამ დაავადებისგან”, - აღნიშნა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე ამბობს, იგეგმება იძულებითი სკრინინგის სეგმენტის გაზრდა, პირველ რიგში ექიმებისა და ექთნებისთვის, რადგან მათი სამუშაო პოტენციურ რისკს შეიცავს. „შემდეგ ეს შეიძლება, შეეხოს ყველა სტაციონალიზებულ ავადმყოფს და ა.შ. რათა მაქსიმალურად გამოვავლინოთ ინფიცირებული და მივცეთ მათ მკურნალობის საშუალება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^